ფინანსები
12/02/2021

EBRD და EU მხარს უჭერენ სებ-ის ინიცირებულ პროგრამას კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის

ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კაპიტალის ბაზრების განვითარების გუნდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას გაუწევს მხარდაჭერას.

სებ-ის ცნობით, პროგრამა მიზნად ისახავს კომპანიების კაპიტალურ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას.

პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ტექნიკური მხარდაჭერა, განსაზღვრული კრიტერიუმებით შერჩეულ  კომპანიებს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის საშუალებით დაფინანსების მოპოვებასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტიციების  მობილიზებაში დაეხმარება. 

პროგრამა ითვალისწინებს ინდივიდუალური კომპანიებისთვის საჭიროებაზე მორგებულ საკონსულტაციო სერვისების/მომსახურებების მიწოდებას ან/და ფინანსურ მხარდაჭერას, ისეთ საკითხებში, როგორიცაა საკრედიტო რეიტინგის მოპოვება, კორპორაციული მმართველობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესება, საჯარო ემისიის პროსპექტის მომზადება და სხვა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023