ფინანსები
26/01/2023

"დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ტვირთების კონტროლის პროცედურებს გაეცნენ"

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დეტალურად გაცნობოდნენ ტვირთების კონტროლის პროცედურებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან აღნიშნულ თემაზე მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გამართა არაერთი შეხვედრა, სადაც მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს საბაჟო სამსახურის მიერ სანქციების აღსრულების პროცესში გაწეულმა ღონისძიებებმა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს და თითოეულ მებაჟე ოფიცერს, რომლებიც ამ წუთებშიც და 24 საათის განმავლობაში, ახორციელებენ ეფექტურ საბაჟო კონტროლს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ლიდერია რეგიონში საჯარო სექტორის გამჭვირვალობის კუთხით და საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ სტატისტიკა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. 

„ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და სისტემატურად ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ეს ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ცხადია, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. შესაბამისად, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობისათვის.

ბუნებრივია, რომ ასეთი მასშტაბური სანქციების ეფექტური აღსრულება, შეუძლებელია მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გარეშე. ამ მიმართულებით, კიდევ არსებობს გაუმჯობესების რესურსი, რეალურ დროში ინფორმაციის გაცვლის ისეთი საერთაშორისო ინსტრუმენტების შექმნით, რომლითაც ერთი მხრივ, სრულად მოხდება მიწოდების სრული ჯაჭვის კონტროლი, ხოლო მეორე მხრივ, ხელი არ შეეშლება ლეგიტიმური ვაჭრობის განვითარებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023