ფინანსები
06/05/2020

დავით კიკვიძე: პოსტკრიზისულ პერიოდში ვადაგადაცილებული სესხების ზრდაა მოსალოდნელი

პოსტკრიზისულ პერიოდში მოსალოდნელია, რომ ვადაგადაცილებული სესხების დონე მოიმატებს – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ განუცხადა.

მისი თქმით, თუკი მიმდინარე ეტაპზე ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი 3%-ის ფარგლებშია, სავარაუდოდ, რომ ეს მაჩვენებელი 10%-ს მიაღწევს.

როგორც კიკვიძე განმარტავს, ეს ეტაპი კომერციული ბანკებისთვის რთული გადასალახი იქნება – ზრდის ტემპი დაეცემა, მოთხოვნა სესხებზე იქნება, თუმცა, მოსალოდნელია რომ გადამხდელუნარიანობის გაუარესების გამო, კომერციულ ბანკებს დაკრედიტების პოლიტიკის გამკაცრება მოუწიოთ.

„რაც შეეხება რესტრუქტურიზაციას, რასაკვირველია, საბანკო სექტორს ვერ მოვთხოვთ, ყველა სესხს ერთი პრინციპით მიუდგეს და ყველას რესტრუქტურიზაცია გაუკეთოს, ეს გამორიცხულია. თუმცა, იქნება გარკვეული სექტორები, რომელთაც მძიმედ მოუწევთ ამ პერიოდის გადალახვა და მათთან ეროვნულ ბანკს და კომერციულ ბანკებს მოუწევთ მუშაობა. ეს ძირითადად იქნება ტურიზმის სექტორი და ფიზიკური პირები, რადგან, ცოტა ხანში უმუშვერობის დონე მაღალ მაჩვენებლს მიაღწევს და  ბევრი ადამიანი ვერ მოახრეხებს სესხის გადახდას. ამ მიმართულებით საინტერესო იქნება კიდევ რა ნაბიჯებს გადადგამენ კომერციული ბანკები და ეროვნული ბანკი,“ – აცხადებს დავით კიკვიძე „ბიზნესპარტნიორთან“.

ამასთან, კიკვიძე ფიქრობს, რომ კომერციულმა ბანკებმა საშეღავათო პერიოდის დაწესება იჩქარეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ახლა უფრო დიდი მოთხოვნა იქნება რესტრუქტურიზაციაზე, საშეღავათო პერიოდებზე, ეს პერიოდი უფრო ხელსაყრელი იქნებოდა კომერციული ბანკებისთვის ეტაპობრივი რესტრუქტურიზაციების დასაწყებად. ვფიქრობ, რეალური ფინანსური კრიზისი უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი, მას შემდეგ, რაც საშეღავათო პერიოდი დასრულდება. სავარაუდოა, რომ საბანკო სექტორს სერიოზული ლიკვიდობის პრობლემა შეექმნება, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ფიზიკური და იურიდიული პირი ფიზიკურად ვერ მოახერხებს სესხების გადახდას,“ – აცხადებს კიკვიძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023