დაკრედიტების ზრდა შენელდა /ბანკების რეიტინგი/
საბანკო სექტორის დაკრედიტების წლიური (Y.Y) ზრდა 7.8% -მდე დაეცა. შარშან 8 თვის მდგომარეობით (01.09.2021) 16.1%-მდე ზრდა იყო.
ტემპი სებ-ის რეკომენდებულ კოეფიციენტზე დაბალია. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ დაკრედიტების 10-15%-ზე მაღალი ზრდა ფინანსური სტაბილურობის შერყევის რისკს ქმნის. შესაბამისად მკაცრის მონეტარული პოლიტიკით და რეგულაციებით თოკავს.
სავარაუდოდ დაკრედიტება უფრო შენელდება. სებ-ის ბოლო რეგულაციის 1%-იანი ეფექტი ჯერ არ ასახულა (სამომხმარებლო სესხის ვადის 3 წლამდე დამოკლების). არც FED-ის და ECB–ს გამკაცრებული პოლიტიკა.
რეიტინგში სანქცირებული ვითიბი TOP-4-დან ბოლო ოთხეულშია გადანაცვლებული. ვითიბის აქტივით გამსხვილებულ ბაზისბანკის პორტფელი კი თითქმის გაორმაგებულია.
ბანკები საკრედიტო პორტფელით 000 ₾)
| 
 01.09.2022  | 
 01.09.2021  | 
|
| 
 თიბისი ბანკი  | 
 16,770,500  | 
 15,277,707  | 
| 
 საქართველოს ბანკი  | 
 15,590,778  | 
 14,431,938  | 
| 
 ლიბერთი  | 
 2,380,935  | 
 1,849,349  | 
| 
 ბაზისბანკი  | 
 2,055,106  | 
 1,100,900  | 
| 
 კრედო  | 
 1,688,417  | 
 1,196,364  | 
| 
 პროკრედიტ ბანკი  | 
 1,206,845  | 
 1,340,363  | 
| 
 ტერაბანკი  | 
 1,053,348  | 
 922,001  | 
| 
 ბანკი ქართუ  | 
 794,105  | 
 1,008,297  | 
| 
 ხალიკ ბანკი  | 
 646,455  | 
 609,520  | 
| 
 პაშა ბანკი  | 
 346,357  | 
 289,390  | 
| 
 ვითიბი ბანკი  | 
 290,551  | 
 1,528,454  | 
| 
 იშ ბანკი  | 
 268,750  | 
 234,737  | 
| 
 ზირაათ ბანკი  | 
 97,981  | 
 78,794  | 
| 
 სილქ ბანკი  | 
 23,207  | 
 12,517  | 
წყარო: კომერციული ბანკები
