დაკრედიტების 75% 2 ბანკზე მოდის /რეიტინგი/
დაკრედიტების ტემპის შენელება ბანკების შემოსავლიანობაზე ნაკლებად ისახა, თუმცა დანაკლისი მაინც არის.
სექტორს დაკრედიტებიდან შემოსავლის წლიური (Y.Y) 19%-მდე ზრდა აქვს. Q1/2022-ის ბოლოს 19.5% ჰქონდა.
1 ივნისის მდგომაროებით (01.06.2022), სესხებიდან ბანკების საპროცენტო შემოსავალი 1.9 მლრდ ლარს შეადგენს (01.06.2021 – 1.6 მლრდ)
იანვარ-მაისში შემოსავლიანობის 70%-იანი ზრდა აჩვენა "კრედომ". "საქართველოს ბანკი" +68%; "თიბისი" +69%. უფრო მაღალი კოეფიციენტი - 74% აქვს "ლიბერთის", რაც გარკვეულწილად სანქცირებული ვითიბის შვილობილი ბანკის პორტფელის მოზიდვას უკავშირდება. ანალოგიური მიზეზით გაზრდილია "ბაზისბანკის" მაჩვენებელიც.
სექტორის პორტფელის 74.9% და სასესხო შემოსავლების 73% 2 ბანკზე მოდის.
ბანკები სესხებით და შემოსავლებით სესხებიდან ●01.06.2022
| 
 მლნ ₾  | 
 მლრდ ₾  | 
|
| 
 საქართველოს ბანკი  | 
 710,774  | 
 15,631  | 
| 
 თიბისი  | 
 678,164  | 
 16,731  | 
| 
 ლიბერთი  | 
 150,045  | 
 2,283  | 
| 
 კრედო ბანკი  | 
 119,393  | 
 1,601  | 
| 
 ბაზისბანკი  | 
 72,388  | 
 2,019  | 
| 
 პროკრედიტ ბანკი  | 
 43,289  | 
 1,269,  | 
წყარო: ბანკები
