დაკრედიტება შენელდა - კრედო Top-5 ში ინაცვლებს /ბანკების რეიტინგი/
ბანკების სასესხო პორტფელი, I კვარტალში (Q1/2022) წლიურად 43.3 მლრდ ლარამდეა გაზრდილი (Q1/2021 – ₾ 39 მლრ; +11%Y.Y). ტემპი სებ-ის მდგრადობის კრიტერიუმს პასუხობს. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ დაკრედიტების 10-15%-იანი წლიური ზრდა ფინანსური სტაბილურობის შერყევის რისკს ხსნის (Q1/2021-ში ზრდა იყო 15%-მდე Y.Y).
სებ-ის სტატისტიკით, 2022 წლის მარტში ზრდაა 67.52 მლნ ლარი (+ 0.16% m.m). გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, +1.1% m.m. პორტფელის დოლარიზაცია 50.4%-ია.
იურიდიული პირების დაკრედიტება 20.3 მლრდ ლარამდეა გაზრდილი, მათ შორის 13.7 მლრდ-ის უცხოურ ვალუტაშია, 6.7 მლრდ ლარში. საცალო სესხები მარტში, 0.8%-ით 175 მლნ ლარით, 22.2 მლრდ ლარამდეა გაზრდილი (Q1/2021 - ₾ 19.25 მლრდ; + 15.1%Y.Y).
> 1 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის პორტფელიანი 7 ბანკიდან , ყველაზე მზარდი კრედოს დაბანდებაა, 50%-იანი წლიური მატებით. ბაზისბანკის პორტფელის ზრდა უფრო მაღალია, თუმცა ვითიბის აქტივის შეძენის ხარჯზე.
ბანკების რეიტინგი დაკრედიტებით (000 ₾)
| 
 ბანკი  | 
 Q1/2022  | 
 Q1/2021  | 
| 
 თიბისი ბანკი  | 
 16,871,809  | 
 15.024,294  | 
| 
 საქართველოს ბანკი  | 
 15,590,895  | 
 13.719,450  | 
| 
 ლიბერთი  | 
 2,276,287  | 
 1.775.424  | 
| 
 ბაზისბანკი  | 
 1,990,023  | 
 1.095.158  | 
| 
 კრედო  | 
 1,516,809  | 
 1.087,764  | 
| 
 პროკრედიტ ბანკი  | 
 1,343,594  | 
 1.425.575  | 
წყარო: სებ-ი & ბანკები
