ფინანსები
13/06/2023

დაასუსტებს თუ გააძლიერებს სებ-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი

საკადრო ცვლილებით სებ-ის დამოუკიდებლობის დაკარგვაზე უმცირესობის შიშებს, უმრავლესობა უსაფუძვლოდ მიიჩნევს. 

ქვეყნის პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების საპარლამენტო განხილვაზე, დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ პირიქით, ცვლილებებით, სებ-ი ინსტიტუციურად გაძლიერდება.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, სებ-ის დამოუკიდებლობის შეზღუდვით მოსალოდნელ რისკებზე არგუმენტების მოხმობა გაუჭირდა. 

გიორგი მსხილაძემ ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების წარდგენისას დეპუტატებს მოუწოდა, რომ ვეტო არ დაძლიონ, რადგან სებ-ის დამოუკიდებლობის ხელყოფა, საფრთხეს შეუქმნის მთელ საფინანსო სექტორს, რომელიც 70 მლრდ ლარამდე აქტივებს მართავს. 

მსხილაძემ დეპუტატებთან დაადასტურა მმართველი პარტიის მხრიდან ქვეყნის პრეზიდენტზე წნეხი, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა. თქვა რომ. ზურაბიშვილი თავად ისაუბრებს, როგორ დაუბლოკეს სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები და როგორ აიძულებენ ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის მოწონებას.

პარლამენტის ეკონომისტი წევრი რომან გოცირიძე (სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი) შიშობს, რომ ცვლილებები დროის წელიწადნახევრით გაჭიანურებას ემსახურება, ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, რომ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობა სახელისუფლო კანდიდატმა შეასრულოს, რომელიც იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომლის დეფინიციაც შემოაქვს საკანონმდებლო ცვლილებებს.

დეპუტატების ნაწილმა ცვლილებების მიზანშეუწონლობაზე მოიხმო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ნეგატიური შეფასება, მათ შორის სსფ-ს.

IMF-ის მისიის ხელმძღვანელის ჯეიმს ჯონის თქმით, პარლამენტის გეგმა, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, მიუღებელია და იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023