ფინანსები
06/09/2021

ბოხუას კლინიკა: აუცრელი მედპერსონალი შესაძლოა უხელფასო შვებულებაში გავუშვათ

ნ. ბოხუას სახელობის საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორი კოტე ყიფიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კლინიკაში დასაქმებულებს კოვიდვაქცინაცია ოფიციალურად მოეთხოვებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პაციენტებთან ვერ იმუშავებენ, ანუ შეიძლება კლინიკის ადმინისტრაციამ ისინი უხელფასო შვებულებაში გაუშვას.  

მისი ინფორმაციით, ამჟამად, სრულად ვაქცინირებულია კლინიკის თანამშრომლების დაახლოებით 90%.

„ობიექტური მიზეზების გამო ყველა არ არის ვაქცინირებული. ანტივაქსერებს არ უწოდებენ თავს, რადგან მედიცინის მუშაკები არიან. თუმცა აქვთ  ვაქცინაციაზე უარის თქმის სხვადასხვა მიზეზი.

დაახლოებით  1 თვის წინ გამოვეცით შიდა ბრძანება, რომ ამ ხნის განმავლობაში ის ვინც არ იქნებოდა აცრილი, პაციენტებს მოვარიდებდით რამდენადაც ჩვენი მთავარი მიზანია პაციენტების უსაფრთხოება,“ - აცხადებს ყიფიანი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023