ფინანსები
14/09/2021

BOGG-მა დივიდენდისა და კაპიტალის განაწილების პოლიტიკა განაახლა

საქართველოს ბანკის ჯგუფი PLC (BOGG) დივიდენდისა და კაპიტალის განაწილების პოლიტიკის განახლებაზე აცხადებს.

ჯგუფის წინა დივიდენდების პოლიტიკა მიზნად ისახავდა ყოველწლიურად მოგების 25-40%-ის გადახდას. განვითარებადი მაკროეკონომიკური სიტუაციისა და საშუალოვადიანი ზრდის მოსალოდნელი დონის გათვალისწინებით, საბჭომ მიზნობრივი გადახდის კოეფიციენტი წლიური მოგების 30-50%-მდე გაზრდის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

დივიდენდები გადაიხდება ნახევარწლიურად, ხოლო შუალედური დივიდენდი მოსალოდნელია ნაღდი ანგარიშსწორებით და წარმოადგენს ნორმალურ პირობებში, წლის მთლიანი დივიდენდის დაახლოებით 40%-ს.

არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, პანდემიის განმავლობაში, მიუხედავად ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი არასტაბილურობისა, საქართველოს ბანკის ჯგუფი გავიდა შესანიშნავ საოპერაციო მაჩვენებლებზე, აქვს ზრდის მაღალი დონე, კარგად მართული ხარჯები, აქტივების ხარისხი და რისკების მართვა.

“ამ ყველაფერმა მაღალი მომგებიანობის უზრუნველყოფა და შიდა კაპიტალის გამომუშავების მაღალი დონე განაპირობა, ხოლო კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი შენარჩუნებულია მინიმალურ მარეგულირებელ მოთხოვნებთან.

ქართული მაკროეკონომიკური გარემოს სიძლიერე იყო ისეთი, რომ გაიზარდა მოთხოვნა სამომხმარებლო, მიკრო და მცირე და საშუალო საწარმოების სექტორში, შესაბამისად, უახლოეს მომავალში დაკრედიტების ზრდის უფრო მაღალ დონეს ველოდებით. ამჟამად საბჭო ელოდება გადახდის თანაფარდობას, დაახლოებით 35-40%–ის ოდენობით მომდევნო ორი წლის განმავლობაში,“ – განაცხადა ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023