ფინანსები
09/01/2023

ბიზნესის დაკრედიტების ზრდა მინიმალურ ზღვარზეა

სამომხმარებლო სესხების წლიური ზრდა  28%-ს აღემატება.  ბიზნესსხების  ზრდის ტემპი კი 1.2%-ია, სამომხმარებლოზე 20-ჯერ ნაკლები.

01.12.2022 -ის მდგომარეობით, მთლიანობაში დაკრედიტების  ზრდის კოეფიციენტი სებ-ის სასურველ ნუშნულზე დაბალია, 6%-ია. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ დაკრედიტების 10-13% -ზე მაღალი ზრდა  ფინანსური სტაბილურობის შერყევის რისკს ქმნის. სასესხო რეგულაციებიც (რამდენიმე რაუნდად) დაკრედიტების მოთოკვას ემსახურებოდა.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას თქმით, გამკაცებული მონეტარული პოლიტიკის შერბილების სივრცე დიდია. დაკრედიტების ზრდის ტემპი მდგრად დონეს თუ ჩაცდა, სებ-ი განაკვეთის შემცირებით აწევს. (მდგრადად მიიჩნევა ტემპი, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში 3%-იან ინფლაციას  უზრუნველყოფს. და რადგან ინფლაცია 10%-ია სებ-ის ღუზაც ეს იქნება).

მისივე განცხადებით, სესხების ზრდის ტემპი, რასაც სებ-ი კურსის ეფექტის გამორიცხვით ითვლის, 13-14%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი 

საბანკო დაკრედიტების 75.6% სისტემური 2 ბანკის დაბანდების ჯამური წილია.

საქართველოს ბანკს,  წლიური 7%-იანი ზრდა აქვს, თიბისის 7%-მდე.

ბანკები საკრედიტო პორტფელით 000 ₾)

 

 

01.12.2022

თიბისი ბანკი

16,963,422

საქართველოს ბანკი

15,943,673

ლიბერთი

 2,404,116

ბაზისბანკი

 2,013,655

კრედო

 1,719,684

პროკრედიტ ბანკი

 1,126,341

ტერაბანკი

 1,058,761

ბანკი ქართუ

   745,619

ხალიკ ბანკი

 644,002

პაშა ბანკი

 365,750

იშ ბანკი

 273,674

ვითიბი ბანკი

 267,979

ზირაათ ბანკი  

   99,755

სილქ ბანკი

   23,676

წყარო: კომერციული ბანკები 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023