ფინანსები
05/11/2021

ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის საქართველო €40 მლნ-ს მიიღებს

"ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში" - გერმანიისა და საქართველოს მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. 
 
როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველო მიიღებს უპრეცედენტოდ დიდ ფინანსურ მხარდაჭერას, 40 მლნ ევროს, რეგიონულ კონტექსტში ბუნების კონსერვაციის, ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების შემდგომი განვითარების მიზნით.
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საგრანტო პროექტის "ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში", მიზნად ისახავს საქართველოში დაცული ტერიტორიების და სატყეო სექტორის განვითარებას.
 
6-წლიანი საგრანტო პროგრამა, უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების სისტემის და ასევე, სატყეო სექტორის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებას აჭარის რეგიონისთვის. პროექტის მიზანია ერთის მხრივ, საქართველოში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების მხარდაჭერა, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებიის და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა.
 
"უნდა აღინიშნოს, რომ 2020-21 წლებში, გერმანიის მხრიდან საქართველოსთვის უკვე გამოყოფილია 34 მლნ ევროს ოდენობის საგრანტო დახმარება, რასაც დაემატება 43 მლნ ევროს ოდენობის გრანტი. შესაბამისად, გერმანიის უპრეცედენტო მხარდაჭერით, 2020-2030 წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმევა საქართველოში უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის", - აცხადებენ უწყებაში. 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023