ფინანსები
09/12/2020

BBS-Best Business Solution-ის პანდემიური გამოწვევები

 ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი BBS-Best Business Solution მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიებს HR ადმინისტრირების აუტსორსინგს და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. ეს არის მაღალპროფესიული  HR მომსახურება, რომლის გამოყენებითაც, კომპანიას დაუზოგავს სახსრებს და  სამართლებრივი და ფინანსური რისკებისგან დააზღვევს.

პანდემიის პირობებში კომპანიის გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებზე BBS-ის დამფუძნებელს ანა მიქელაძეს ვესაუბრეთ, რომელსაც ინტერვიუს სახით გთავაზობთ.

როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?

BBS-Best Business Solution, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა. ჩვენი საქმიანობა ორგანიზაციული განვითარების და ადამიანური რესურსების მიმართულებით კომპანიების მხარდაჭერა და დახმარებაა.

ჩვენი კომპანია 2019 წლის დეკემბრიდან საქმიანობს. სულ მალე პანდემიაც დაგვეწია და პრინციპში, გამოვიდა, რომ ჩვენი არსებობა პანდემიის პერიოდს დაემთხვა. მიუხედავად სირთულეებისა, მე მაინც მგონია რომ ეს კარგი პერიოდია გასაანალიზებლად, დასაგეგმად და მომავლისთვის მოსამზადებლად.

მუდმივად ვცდილობთ მოქნილები ვიყოთ, ადაპტირება მოვახდინოთ არსებულ მოთხოვნებთან, დავეხმაროთ ბიზნეს ამ რთული პერიოდის მანძილზე ისე მართოს კომპანია და მისი ადამიანური რესურსი, რომ მინიმალური პრობლემა შეექმნას. მოკლედ რომ გითხრათ, ვუმკლავდებით, ქმედებით და სიახლეებით.

 როგორ გადალახა თქვენმა ბიზნესმა სირთულეები და რა რეკომენდაციებს გასცემთ ეკონომიკური სიტუაციის გადასალახად?

ამ პერიოდის განმავლობაში, მოვიგეთ გრანტი, დავწერეთ პროგრამა, რომელიც დაეხმარება საშუალო და მცირე ბიზნეს ადამიანური რესურსების ელექტრონულ მართვაში. მუდმივად ვცდილობთ ვიყოთ იქ, სადაც ჩვენს კლიენტებს, უფრო სწორედ პარტნიორ კომპანიებს ვჭირდებით.

რა იყო ის ძირითადი პრობლემა რომელიც თქვენს სფეროში განჩნდა და რას ურჩევდით სხვებს თქვენს მაგალითზე?

ყველას ვურჩევდი, გარემოზე დაკვირვებას. დაინახეთ რა უნდა გარემოს თქვენგან, რაში სჭირდებით თქვენ მას, რაში შეიძლება გამოადგეთ და რაში შეიძლება გაიღოს თანხა. ადაპტირდით გარემო მოთხოვნებთან და შეიტანეთ მაში თქვენი ფერები.

როგორ ფიქრობთ, „კოვიდისშემდეგ როგორი იქნება და შეიცვლება თუ არა ეს სფერო პანდემიის შემდეგ?

კოვიდის შემდგომ აუცილებლად შეიცვლება შრომის ბაზარი, მოთხოვნა ადამიანურ რესურსზე, ადამიანური რესურსის მოთხოვნა კომპანიის მიმართ. ყველა ის ცვლილება რაც მიმდინარეობდა, უბრალოდ დაჩქარდა. აქცენტი გაკეთდება პროცესების გაციფრულებაზე. ყველაფერი ეს საინეტრესოა და ამიტომ კოვიდის პერიოდი მეტად ანალიზის და მომავლის დაგეგმვის პერიოდად უნდა გამოვიყენოთ.

როგორია გრძელვადიანი გეგმები და მოლოდინები covid-19 ეპოქაში?

კოვიდის ეპოქა მალე დასრულდება და როგორც ყველა სტიქიური უბედურების და ქარტეხილის მერე, ყველას ერთად დიდი შრომა გვმართებს, იმისათვის რომ მაქსიმალურად მცირე დროში ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ფეხზე დადგომას. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ადამიანურ რესურსის სწორი განვითარება და მართვა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, დადებით ემოციებს და განვითარებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023