ფინანსები
04/05/2023

ბაზისბანკთან პარტნიორობით ნუტრიმაქსი ცხოველთა კვების ახალ საწარმოს აშენებს

ნუტრიმაქსის ისტორია 2009 წლიდან იწყება. როდესაც, ქართულ ბაზარზე, ჯერ კიდევ არ არსებობდა წვდომა ცხოველთა და ფრინველთა მაღალხარისხიან საკვებსა და საკვებ დანამატებზე. სწორედ აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა შექმნილიყო ნუტრიმაქსი - ევროპული სტრანდარტების პირველი მასშტაბური წარმოება საქართველოში.

ნუტრიმაქსი მაღალტექნოლოგიური და ყველაზე მძლავრი საწარმოა საქართველოში, რომელიც, წელიწადში 60 000 ტონამდე საკვებს აწარმოებს. რამდენიმე ადამიანით დაწყებული საქმე, დღეს 120-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

გაფართოებისა და ახალი ბაზრების ათვისებაზე ფიქრის პარალელურად, ბაზისბანკთან თანამშრომლობით, დაიწყო კომპანიონი ცხოველების საკვები და საკვები დანამატების ახალი საწარმოს მშენებლობა, რომელშიც 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ივნისში ოფიციალურად გაიხსნება.

ორმხრივი ნდობით, მოქნილი გადაწყვეტილებითა და კომფორტული ურთიერთობით შეთანხმება ნაყოფიერი გამოდგა. აღნიშნული პარტნიორობა კი მხარს უჭერს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მიზნების მიღწევას.

„ბაზისბანკსა და ნუტრიმაქსს შორის პარტნიორობა 2021 წლიდან იწყება. განვიხილეთ საქართველოში პირველი მასშტაბური საწარმოს გაფართოების იდეა, დავინახეთ პროექტის ზრდის პოტენციალი და ბიზნესის განვითარების რეალური პერსპექტივები.

ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით და აწარმოე საქართველოში პროექტის ფარგლებში, ახალი საწარმო აღიჭურვა თანამედროვე დანადგარებით და ევროპული სტანდარტების შესაბამისად კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა. შედეგად კი ნუტრიმაქსი პროდუქციას აწარმოებს როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე გაიტანს ექსპორტზე.

ნუტრიმაქსი არის ნათელი მაგალითი, როგორ უნდა დაიგეგმოს და განვითარდეს ბიზნესი საიმედო ფინანსურ პარტნიორთან ერთად.“ - ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.

ბაზისბანკის და ნუტრიმაქსის პარტნიორობის ვიდეო ისტორია

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023