ბაზისბანკს ჯარიმა-საურავებიდან შემოსავალი გაუორმაგდა
ბაზისბანკს სესხებიდან შემოსავლები 90 მლნ ლარამდე გაეზარდა, აპრილ-ივნისში (Q2/2022) თითქმის 3-ჯერ (Q1/2022 – ₾ 37 მლნ), თუმცა ზრდა მაინც სამომხმარებლო დაკრედიტების ხარჯზეა.
ბიზნეს სეგმენტზე ჯერ ვითიბის პოზიციებზე გასვლა უჭირს. როგორც იცით, ჩინური ჰუალინგ ჯფუფის ბანკმა პორტფელი რუსული ვითიბისგან შეძენილი აქტივით გაიმსხვილა.
1 ივლისის (H1/2022) მდგომაროებით, სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლების 48%-მდე - ₾43 მლნ საცალოზე მოდის (Q1/2022 - 42.8%, ₾15.8 მლნ).
მსესხებლისთვის დაკისრებული ჯარიმა-საურავებდან ბაზიბანკმა 6 თვეში 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, Q2/2022-ში 2-ჯერ გაზარდა ( Q1/2021- 994 ათასი).
Q2/2022-ის წმინდა მოგება 10.5 მლნ ლარია (Q1/2022 – ₾ 21.2 მლნ )
ბაზისბანკი (მლრდ ₾)
| 
 Q1.2022  | 
 H1/2022  | 
|
| 
 დეპოზიტები  | 
 1.105  | 
 1.670  | 
| 
 სესხები  | 
 1.990  | 
 2.028  | 
| 
 აქტივები  | 
 2.819  | 
 2.817  | 
| 
 წმ მოგება  | 
 0.021  | 
 0.032  | 
წყარო: კომერციული ბანკი
