"ბაზისბანკს" არასაპროცენტო შემოსავალი ეზრდება
ბაზისბანკს სესხებიდან შემოსავლები თითქმის 2-ჯერ გაეზარდა. 2022-ის 9 თვის ანგარიშით (Q3/2022) 146 მლნ ლარამდე აქვს მიღებული (Q3/2021 – 77.3 მლნ ლარი).
1 ოქტომბრის მდგომაროებით (Q3/2022) სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლების 48% - ₾70 მლნ საცალოზე მოდის (Q3/2021 - 35%, ₾ 27.3 მლნ).
როგორც იცით, ჩინური ჰუალინგ ჯფუფის ბანკმა პორტფელი რუსული ვითიბისგან შეძენილი აქტივით გაიმსხვილა.
Q3/2022 მდგომარეობით, ბანკის პორტფელში ბიზნესსესხები 1,145 მლრდ ლარს შეადგენს. ფიზიკური პირებისთვის გაცემულია 897 მლნ ლარი.
მსესხებლისთვის დაკისრებული ჯარიმა-საურავებდან ბაზიბანკმა 3 კვარტალში 3 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. წმინდა საკომისიო შემოსავლებმა კი 4.9 მლნ ლარი შეადგინა. საკომისიოდან ამონაგები გაუსამმაგდა (L/Y – 1.45 მლნ; 1.6 მლნ). მთლიანად არასაპროცენტო შემოსავლები კი 19-ჯერ გაზრდილია.
9 თვე ბანკმა 42.2 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა (Q3/2021 – 33.3 მლნ)
ბაზისბანკი ( ₾)
| 
 
  | 
 Q3/2022  | 
 Q3/2021  | 
| 
 აქტივები  | 
 2 908 524 965  | 
 1 650 410 398  | 
| 
 წმინდა მოგება  | 
 42 160 771  | 
 33 319 645  | 
| 
 საპროცენტო შემოსავალი  | 
 173 027 359  | 
 95 088 845  | 
| 
 არასაპროცენტო შემოსავალი  | 
 75 912 230  | 
 3 990 129  | 
| 
 მ.შ. საკომისიოებიდან  | 
 4 893 366  | 
 1 642 780  | 
წყარო: კომერციული ბანკი
