ფინანსები
23/03/2023

ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის ფინანსური ჩათულობითა და დეველოპერული კომპანია სიეიჩ ჯგუფთან თანამშრომლობით, 11 სართულიანი ბიზნეს კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, „შენი სახლი ნატახტრის ქუჩაზე“, შენდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონი აშშ დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 4.3 მილიონ ლარს შეადგენს.

მშენებლობა მოიცავს 1780  კვ. მ. მიწის ფართობზე, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს მიწისქვეშა პარკინგით, ასევე კომერციული და საოფისე ფართებით. კომპლექსი უზრუნველყოფილია კონსიერჟის 24 საათიანი მომსახურებით და კეთილმოწყობილი ლანდშაფტით. საცხოვრებელი კომპლექსიდან იშლება ულამაზესი ხედები ქალაქსა და ფუნიკულიორზე.

ბიზნეს კლასის საცხოვრებელი კორპუსი 2023 წლის მაისში სრულდება და  ბინის შეძენის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ბაზისბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხით. განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ.

„ჩვენი ჯგუფი წარმატებით ოპერირებს სამშენებლო და დეველოპერულ ბაზარზე. სიეიჩ ჯგუფის მიერ დაპროექტებული სახლის პრესტიჟულობას და უპირატესობას განაპირობებს მისი გეოგრაფიული მდებარეობა, საცხოვრებელი კომპლექსი განთავსებულია თბილისის პრესტიჟულ უბანში, არის კომპაქტური და მის მიმდებარედ განვითარებულია ყველანაირი ინფრასტრქუტურა, რაც სოციალურად აქტიურ ადამიანს ესაჭიროება. მოხარული ვართ, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობით, მრავალფუნქციურ კომპლექსს ვაშენებთ, რომელიც  გამოირჩევა მაღალი სანდოობით და ჩვენს მობინადრეებს უმაღლეს ხარისხსა და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებულ, უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ვთავაზობთ.“ - განაცხადა შპს „ სიეიჩ ჯგუფი - CH Group“ დირექტორმა, ბ-ნ ვახტანგ მაღლაკელიძემ.

„ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქართული ბიზნესის და, მათ შორის, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ასევე ხელს უწყობს სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და გვეამაყება, რომ ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ზოგადად ბიზნეს გარემოზე.“ - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023