ფინანსები
21/06/2023

ბაზისბანკის მხარდაჭერით, ხობში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აქტიურად აგრძელებს აგრო მეწარმეების მხარდაჭერას. შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, ხობის რაიონ სოფელ პირველ მაისში, მეწარმე სპარტაკ ლომაიას, დაფნის გადამამუშავებელ საწარმოში შენობა-ნაგებობების დამატება და მანქანა-დანადგარების გადაიარაღება დაუფინანსდა.

ბაზისბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 170,000 ლარს აღემატება, ხოლო ბანკის მიერ მეწარმისადმი გაცემული ჯამური ინვესტიცია 250,000 ლარს შეადგენს.

საწარმო, დაფნას, ხობის რაიონის მიმდებარე სოფლებიდან იბარებს, სადაც სეზონზე 1,000 ტონა დაფნის ფოთოლი მოდის. საწარმოს დღეში 3-4 ტონა დაფნის მიღება და გადამუშავება შეუძლია, რომელიც უზრუნველყოფს დაფნის გადამუშავების სრულ ციკლს, რაც შემდეგ ექსპორტზე იგზავნება. მეწარმეს 20 ადგილობრივი თანამშრომელი ყავს დასაქმებული.

„ბაზისბანკთან ხანგრძლივი და წარმატებული პარტნიორობა გვაკავშირებს, რომლის ფარგლებშიც გავაფართოვეთ და გადავაიარაღეთ საწარმო უახლესი დანადგარებით. სამომავლოდ კი ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო გავფართოვდეთ და მაღალხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ.“ - აღნიშნა მეწარმე სპარტაკ ლომაიამ.

"საერთაშორისო ბაზრებზე დაფნა ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია და მისი გამოყენება მსოფლიოში მზარდია. ჩვენ კი ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ აგრო მეწარმეობის განვითარებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. გვჯერა, რომ ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობა წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს.“ - განაცხადა ბაზისბანკის აგრო ბიზნესის მიმართულების უფროსმა, შმაგი ბრეგაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023