ფინანსები
23/05/2023

ბაზისბანკის და ენერგეტიკული სასმლის ბაზრის ლიდერი ბუმ გრუპის პარტნიორობა

ბუმ გრუპი, ენერგეტიკული სასმლის ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა, რომელიც მზარდი ტემპებით ვითარდება და დღეს ბაზრის 55%-ს ფლობს, რომლის პროდუქციაც 18 საექპორტო ბაზარზე იყიდება.

ბუმ გრუპი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმოა, რომელიც ქართული ბრენდის ენერგეტიკული სასმლის მრავალფეროვან ასორტიმენტს აწარმოებს. წარმოების პროცესი უახლესი, გერმანული დანადგარებით ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის მაღალ ხარისხს, სადაც ყოველთვიურად 9 მილიონი ქილა სასმელი ისხმება.

სასმლის ჩამოსხმა ხორციელდება გერმანული დიოლერის და ფრანგული კრისტალკოს ნედლეულით, რაც ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას აძლევს კომპანიას.

ბუმ გრუპში 130 მდე თანამშრომელია დასაქმებული და გუნდის თითოეული წევრისთვის პრიორიტეტულია, რომ პროდუქცია ყოველდღიურად ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლებისთვის საქართველოს მასშტაბით.

„ბაზისბანკში პროფესიონალთა გუნდი და მეგობრული გარემო დაგვხვდა, რამაც განაპირობა  ერთობლივი ეფექტიანი და წარმატებული თანამშრომლობა. გაიაზრეს ბრენდის მნიშვნელობა საქართველოსთვის და ირწმუნეს ჩვენი მიზნების. ბაზისბანკთან პარტნიორობა ყოველდღიურად გვეხმარება, რომ ბაზარზე მეტად განვვითარდეთ.

ბაზისბანკის სახით გვყავს სანდო და საიმედო ფინანსური პარტნიორი, რომელთან ერთად სამომავლოდ ბევრ საინტერესო და წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ.“ - ბესარიონ ურუმაშვილი, ბუმ გრუპის კომერციული დირექტორი.

„ენერგეტიკული სასმელების ბაზარი მზარდია არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბით. ბუმ გრუპმა შეძლო ლიდერი პოზიცია დაეკავებინა ისეთ კონკურენტულ გარემოში, სადაც ენერგეტიკული სასმელების გლობალური ბრენდებია წარმოდგენილი.

ბაზისბანკის და ბუმ გრუპის თანამშრომლობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა. იგი სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ჩვენთან ერთად ყოველწლიურად ვითარდება და ახალ მასშტაბებს აღწევს. მოხარული ვართ, რომ  ბუმ გრუპის საიმედო ფინანსური პარტნიორი ვართ და მხარს ვუჭერთ განვითარების გზაზე.“ - ჯაბა კასრაძე, ბაზისბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი.

ბაზისბანკის და ბუმ გრუპის პარტნიორობის ვიდეო ისტორია

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023