ბანკებში ვადიანი ანაბრები 1 მლრდ-ით შემცირდა /რეიტინგი/
საბანკო სექტორს დეპოზიტები უმცირდება. სებ-ის სტატისტიკით, მარტში მოცულობა ნახევარი მილიარდით შემცირდა (-532 მლნ; -1.4% m.m) 37 მლრდ ლარამდე (1/03/2022- ₾ 37.57 მლრდ).
საანგარიშო თვეში ვადიანი დეპოზიტების 1 მილიარდიანი კლება აღინიშნა (-6.24%Y.Y). დეპოზიტარების ნაწილმა დანაზოგი გაიტანა, ნაწილმა კი უცხოურ ვალუტაში გადაიტანა. დოლარიზაციის კოეფიციენტი 60%-ია.
გაზრდილია ქართუს, ბაზისსბანკის და ლიბერთის პორტფელი. როგორც გაცხადდა, ბაზისმა პორტფელი ვითიბის 600 მილიონიანი საცალო დეპოზიტებით გაიმსხვილა. ვითიბის იურიდიული პირების 300 მლნ ლარამდე დეპოზიტები ლიბერთიმ აიღო.
სანქცირებამდე, რუსული ვითიბის შვილობილი ბანკი ₾1.6 მლრდ-იანი პორტფელით, მე-4 პოზიციაზე იყო, რომელსაც ახლა ბაზისი იკავებს, ვითიბის კი 1 აპრილისთვის 52 მლნ რჩება.
ქართუს და თიბისის დეპოზიტების პორტფელი საგაზაფხულო ცვლილებაზე დეტალურად არ განუცხადებია.
ბანკების რეიტინგი დეპოზიტებით (000 ₾)
| 
 ბანკი  | 
 Q1/2022  | 
 01.03.2021  | 
| 
 თიბისი ბანკი  | 
 14,916,419  | 
 15,345,998  | 
| 
 საქართველოს ბანკი  | 
 13,984,560  | 
 13,976,695  | 
| 
 ლიბერთი  | 
 2,398,970  | 
 2,200,110  | 
| 
 ბაზისბანკი  | 
 1,603,427  | 
 881,232  | 
| 
 ქართუ  | 
 1,030,873  | 
 946,410  | 
| 
 პროკრედიტ ბანკი  | 
 994,761  | 
 1,007,093  | 
