ფინანსები
24/02/2023

ბანკებს მოგება უმცირდება

2023-ის პირველი თვე 11 ბანკმა 199,3 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. წლიურად 7%-იანი კლებაა. (01/2022 - ₾ 213.8 მლნ).

შარშან იანვარში ასევე 11 ბანკი იყო მოგებაზე, მ.შ სანქცირებული ვითიბი, 4.3 მლნ ლარით, მე-4 ადგილზე პოზიციონირებდა.

01/2023-ისთვის ვითიბის ზარალი 1 მლნ-მდეა შემცირებული და მასთან ერთად, ზარალზეა აზერბაიჯანული პაშა ბანკი , 289 000 ლარით (01/2022 - ₾ 844 000)  და სილქ ბანკი, რომლის იანვრის ზარალი 289 000 ლარია (01/2022 - ₾ 254 000).

უარყოფითი მაჩვენებელი აქვს ბაზარზე ახლადშესულ პეისერას (ციფრული ბანკი), რომელსაც საოპერაციო საქმიანობა ჯერ არ დაუწყია.

მნიშვნელოვანი ზდა აქვს კრედოს, ყოფილ მისოს, რომლის პორტფელი საპენსიო, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებით არის გამსხვილებული.

ბანკები წმინდა მოგებით  (₾)

 

01/2023

01/2022

BOGG

87,484,000

97,713,000

TBC

78,809,000

93,094,000

Credo

8,056,000

 1,395,000

LB

6,055,000

 4,468,000

Cartu

4,944,000

  448.000

BB

4,073,000

 3,070,000

Procredit

3,849,000

 2,652,000

Tera

2,941,000

 2,848,000

წყარო: კომერციული ბანკები 

როგორც ცნობილია სებ-ს გაცხადებული აქვს IFRS-ზე გადასვლა (ანგარიშგების საერთაშორისო სისტემა), რომელიც gaap-ზე (სებ-ის მეთოდოლოგია) ლიბერალურია, ძირითადად დარეზერვების ნაწილში. „მეტობით“ დარეზერვებული, ანგარიშგების ცვლილებისთანავე „ამოტრიალდება“, ანუ ბუღალტრულად ბანკს უფრო მაღალი მოგება გამოუჩნდება და შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელიც, რომლის განაკვეთი 20%-მდეა გაზრდილი.

სექტორი ამ არხით კაპიტალზე 250 მლნ-ის დანაკლისს ელის, რაც შესაბამისად შეკვეცავს ეკონომიკის დაკრედიტებას. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023