ფინანსები
03/04/2021

ბანკებმა ფიზიკური პირების სავალუტო ანაბრებზე სარგებელი შეამცირეს

დოლარსა და ევროში ბანკებმა ფიზიკური პირების ანაბრებზე სარგებელი, შეამცირეს. საქართველოს ბანკი დეპოზიტარს აშშ დოლარში  წლიურ 1.25% სარგებელს, თიბისი, კი 1.35%-ს სთავაზობს. ევროსა და ფუნტში ორივე სისტემური ბანკის შეთავაზება 0.45% და 1.1%-ია.

საქართველოს ბანკმა სარგებელი თებერვლის ბოლოს შეამცირა, თიბისიმ 2 ეტაპად იანვრის ბოლოს და მარტის დასაწყისში.

ბანკები განაკვეთების დაწევას უცხოურ ვალუტაში მაღალ ლიკვიდობას უკავშირებენ. ერთ-ერთ მიზეზად 2020-ში აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის შერბილებასაც ასახელებენ, რაც საქართველოს, პანდემიის მე-3 ტალღის მიჯნაზე გადმოეცა.

ბანკირები ლარის $1/₾3.38 გაუფასურებამდე, კიდევ ერთ მიზეზზე აცხადებდნენ, სავალუტო დაკრედიტების ₾200 000 ზღვრულ შეზღუდვაზე. თუმცა ლარი ისე გაუფასურდა, რომ სავალუტო მსესხებელს დაბალი პროცენტი აღარ ხიბლავს და არჩევანს მაინც ლარში გაძვირებულ სესხზე აკეთებს.

01.03.2021

 

მლრდ ₾

თიბისი ბანკი

7.513

საქართველოს ბანკი

7.521

ლიბერთი ბანკი

1,240

ვითიბი ბანკი

0.667

წყარო: კომერციული ბანკები

საცალო ანაბრების 79.9% (₾18.8 მლრდ) 2 ბანკშია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023