ფინანსები
15/12/2021

ბანკების საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილები შედის - სებ-მა პროექტი გამოაქვეყნა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის.

როგორც სებ-ში განმარტავენ, ცვლილების პროექტი კომერციული ბანკის ლიცენზირების, აქციონერთა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნების დახვეწას ითვალისწინებს. 

ეროვნული ბანკი ადმინისტრატორთა და აქციონერთა შესაფერისობის კრიტერიუმების ჩარჩოს დამტკიცებასა და ლიცენზირების ჩარჩოს დახვეწას 2020 წლის დასაწყისში გეგმავდა, თუმცა, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ ახალი საზედამხედველო მოთხოვნების შემუშავებასა და დაწესებაზე ეროვნულმა ბანკმა დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა, რაც, ასევე, ზემოაღნიშნულ რეგულაციებსაც შეეხო და მათი დამტკიცების საკითხი გადავადდა.

საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემდგომ, ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობისა და ლიცენზირების განახლებული წესების, ხოლო  აქციონერთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ახალი დებულების დამტკიცებას გეგმავს.

ცვლილებების საჭიროების ანალიზისა და იდენტიფიცირების პროცესში ეროვნულ ბანკს ექსპერტულ დახმარებას პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) ექსპერტები უწევდნენ, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - "ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში“ (TWINNING) - ფარგლებში.

სებ-მა ცვლილების პროექტი საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოაქვეყნა და მზად არის შენიშვნებიც გაითვალისიწნოს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023