ფინანსები
03/12/2021
ბანკების რეიტინგი საპროცენტო შემოსავლების მიხედვით
ბანკებს სესხებიდან შემოსავლები 3.4 მლრდ ლარამდე გაეზარდა, აქედან 2 მლრდ ლარზე მეტი ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან მიიღეს (01.11.2021 – ₾ 2.02 მლრდ: H1/2021 – ₾ 1.168 მლრდ). საცალო დაკრედიტებიდან ბანკების 10 თვის შემოსავლები 2.02 მლრდ ლარია, ბიზნესის დაკრედიტებიდან კი 1.364 მლრდ ლარი.
ბანკებს საპროცენტო შემოსავლები წლიურად 21.3% -ით აქვს გაზრდილი., მათ შორის საცალო პორტფელი 21.4%-ით, იურიდიული პირების კი 17.7%-ით.
მსხვილპორტფელიანი ბანკები საპროცენტო შემოსავლებით:
| ბანკები | H1/2021(მლნ ₾) | 1.11.2021 (000 ₾) |
| თიბისი ბანკი | 709.3 | 1,215,015 |
| საქართველოს ბანკი | 693.9 | 1,222,521 |
| ლიბერთი ბანკი | 153.9 | 265,943 |
| კრედო | 106.8 | 200,809 |
| ვითიბი ბანკი | 74.0 | 129,021 |
| პროკრედიტ ბანკი | 51.4 | 86,378 |
| ბაზისბანკი | 49.4 | 86,768 |
| ბანკი ქართუ | 36.1 | 60,545 |
წყარო: კომერციული ბანკები
