ფინანსები
22/08/2023
ბანკების ბიზნესპორტფელი ვაჭრობის დაკრედიტებით იზრდება
ბანკების ბიზნესესხების პორტფელი ძირითადად ვაჭრობა-მომსახურების სექტორის დაკრედიტების ხარჯზე იზრდება, საცალო კი სამომხმარებლო კრედიტებით.
სებ-ის აგვისტოს ანალიტიკური მონაცემების მიხედვით, სხვა დარგების, მ.შ. მრეწველობის დაკრედიტების წილი, წლის დასაწყისიდან 5.5%-მდეა შემცირებული (2023M01-6.0%), ენერგეტიკის კი 2.5%-მდე. ვაჭრობა-მომსახურების სექტორი კი, რომელიც 10%-მდე გაზრდილი შიდა ინფლაციის კლების მთავარი მამუხრუჭებელია, 24.2%-იანი წილით არის წარმოდგენილი (2023M01 -23.1%; +1.1%პ)
წლის დასაწყისიდან 0.9%პ -ით, 18%-მდეა გაზრდილია სამომხმარებლო დაკრედიტეის წილი.
TOP 7 ბანკი საკრედიტო პორტფელით
| H1/2023 | ||
| თიბისი ბანკი | 18,387,957 | |
| საქართველოს ბანკი | 17,612,081 | |
| ლიბერთი ბანკი | 2,676,373 | |
| ბაზისბანკი | 2,177,665 | |
| კრედო | 1,869,942 | |
| ტერა ბანკი | 1,180,826 | |
| პროკრედიტ ბანკი | 1,128,697 | |
| 000 ₾ |
წყარო: კომერციული ბანკები
