ფინანსები
26/06/2023

ბაქრაძე გვენეტაძის გადაწყვეტილებებს აფასებს

"სებ-ს აქვს შესაძლებლობა, უფლება და ზოგ შემთხვევაში ვალდებულებაც, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს" , - სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატმა გიორგი ბაქრაძემ, საკომიტეტო განხილვაზე, დაადასტურა, რომ მხოლოდ საბჭოს წევრობის ამბიცია აქვს და არა პრეზიდენტობის. 

დეპუტატების კითხვებზე პასუხისას, ეროვნული ბანკის მრჩეველმა, სებ-ის ბოლო პრეზიდენტის (ამ დროის მდგომარეობით) კობა გვენეტაძის მმართველობის შეფასებისას, ნაწილობრივ გაიზიარა დეპუტატების აზრი, მონეტარულ პოლიტიკის გამკაცრების დაგვიანებაზე. მისი თქმით,  2019 - ში რუსეთის ემბარგოს პერიოდში, სებ-ის საბჭოს წევრი რომ ყოფილიყო, განაკვეთის უფრო ადრე გაზრდას დაუჭერდა მხარს. თუმცა ისიც დასძინა, რომ შემდგომი პერიოდის გადასახედიდან ანალიზით, წინა გადაწყვეტილებების შეფასება რთულია.

გიორგი ბაქრაძესთან ერთად, ამ დროისთვის, პარლამენტში, დარგობრივ და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ქვეყნის პრეზიდენის მე-2, დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურასაც განიხილავენ.

პარლამენტში მათი კანდიდატურების მოსალოდნელ ჩაგდებაზე,სხდომამდეც ყველასთვის ცნობილი იყო, რაზეც გულისტკივილი სებ-ის ექსპრეზიდენტმა რომან გოცირიძემაც გამოთქვა. ამის მიზეზი კანდიდატურების მმართველ ძალასთან შეუთანხმებლობა გახდა.

რაზეც, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ  განაცხადა, რომ პრეზიდენტს კონსულტაციების ვალდებულება არ აქვს და შესაბამისად კონსტიტუციის მოთხოვნები და არც პროცედურები დაურღვევია. 

 

 

 

 

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023