ფინანსები
10/02/2021

ასოციაცია: ბიზნეს დაკრედიტებაზე მომუშავე მიკროსაფინანსოები შესაძლოა ზარალზეც არიან

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ მაჩვენებლებზე საუბარი, რომლის მიხედვითაც სექტორმა დაახლოებით 44 მილიონიან მოგებაზე გასვლა შეძლო, ნაადრევია.

გაერთიანების ხელმძღვანელი, ბესო შენგელია „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ მონაცემები, რომელიც ეროვნულ ბანკშია გაგზავნილი, ბაზარზე არსებულ რეალურ სურათს ვერ ასახავს.

„ცოტა ნაადრევია ამ მაჩვენებლებზე საუბარი, რადგან ეს არ არის აუდიტირებული მონაცემები. ეს მონაცემებია, რომელსაც კვარტლურად ვაგზავნით ეროვნულ ბანკში. ძირითადად, აქ არის რეზერვის განაკვეთი, პორტფელის სტრუქტურა და ა.შ რა თქმა უნდა, ამ მონაცემებით მოგება-ზარალის დაანგარიშებაც შეიძლება, თუმცა ეს ძირითადად შიდა მენეჯმენტის ანგარიშებია. საბოლოო შედეგები, რომელიც ყველაზე სანდოა, არის აუდიტირებული ანგარიშები, რომელიც ივნისამდე ქვეყნდება და მას ნებისმიერი ორგანიზაცია ტვირთავს. ძალიან ხშირად ხდება, როგორც მოგების, ასევე ზარალის მნიშვნელოვანი კორექტირებები“,- აღნიშნა ბესო შენგელიამ.

ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ორგანიზაციები, რომელთა ძირითადი მიმართულება მხოლოდ ბიზნეს დაკრედიტებაა, ზარალზე არიან. მოგება კი შესაძლოა, მათ ნახეს, ვინც ბიზნეს დაკრეტიდების გარდა სხვა მიმართულებებითაც სარგებლობენ.

„ჩვენს შემთხვევაში ორგანიზაციების ძალიან დიდი სპექტრი არსებობს, რომლებიც ბიზნეს მოდელით, დაკრედიტებისა და ოპერაციების ფილოსოფიით, თუ სხვა მიმართულებებით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. მთლიანად ინდუსტრიაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საკრედიტო ორგანიზაციების შემთხვევაში, რომელთა ძირითადი მიმართულება დაკრედიტებაა და არა მაგალითად, ლომბარდული მიმართულება, კონვერტაციები, ან სავალუტო ოპერაციები, უმთავრეს შემთხვევაში ზარალი გვექნება. მაგალითად, „რიკოს“, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, აბსოლუტურად განსხვავებული სპეციფიკა აქვს. ძალიან დიდი პორტფელი აქვს ლომბარდს, საკმაოდ მაღალი შემოსავლები აქვს კონვერტაციისგან და ა.შ. შეიძლება რამდენიმე მსხვილმა ორგანიზაციამ მთლიანად შეცვალოს სურათი, რომელიც რა თქმა უნდა, არ იქნება ტრენდი. ასეთი ორგანიზაციები განსხვავდებიან მათგან, ვინც ტრადიციულად მუშაობენ ბიზნეს დაკრეტიდებაზე“,- განმარტა შენგელიამ.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, სექტორის წმინდა წლიურმა მოგებამ 44.8 მილიონი ლარი შეადგინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023