ფინანსები
15/05/2023

აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა

2023 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 369.7 მლნ აშშ დოლარი (933.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 20.0%-ით (61.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე,-ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა.

2023 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.4 მლნ აშშ დოლარი (71.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აპრილის (25.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.0%-ით მეტია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023