ფინანსები
03/04/2021

ალექსანდრე ძნელაძე: ლარიზაციის გეგმის ცვლილებას მოკლევადიანი ეფექტი ექნება

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი „ბიზნესპარტნიორთან“ რეფინანსირების სისტემაზე და ლარიზაციის პროგრამის ცვლილებებზე საუბრობს. მისი თქმით, ყოველთვის მომხრე იყო სესხების დოლარში გაცემის, თუმცა ამას მოკლევადიანი ეფექტი ექნება.

„დღესდღეობით ძალიან პირობითია ეს ნაბიჯი. შეზღუდვების მოხსნას ყოველთვის მხარს ვუჭრდით, ეს იქნებოდა 200 000 ლარიანი ზღვარის შემცირება თუ სხვა მიმართულებით ცვლილებები. მსგავსი გადაწყვეტილება გარკვეულწილად შეანელეს და შეიძლება დააზიანოს კიდეც მოკლევადიან პერიოდში ლარიზაციის პროცესი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პანდემიას არ უკავშირდება.

რაც შეეხება რეფინანსირების სისტემის ცვლილებებს, გრძელვადიანი ლარის მოზიდვის ერთადერთი საშუალება არის ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო, სხვა ალტერნატიული წყაროები არ გვაქვს რეალურად ბაზარზე. რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციის მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ამის გარეშე რა იქნება, ვერ გეტყვით,“ – აღნიშნავს ალექსანდრე ძნელაძე.

როგორც პროფესორმა ლადო პაპავამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სესხები უცხოურ ვალუტაში გაიცემოდეს. მაშინ მიმოქცევაში მეტი დოლარი იქნება. როდესაც ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, ერთი მხრივ ბანკებს აძლევს ლარს, მეორე მხრივ კი ზღუდავს ეკონომიკის განვითარებას, რადგან საპროცენტო განკვეთი მატულობს, ანუ სესხი ძვირდება.

„რეფინანსირების სესხების  ასეთი მაღალი ოდენობა განპირობებულია  იმით, რომ გაზრდილია ლარზე მოთხოვნა. ბანკები თავისი ვალდებულებების მომსახურებას ვერ ახერხებენ, ამიტომ ეროვნული ბანკიდან იღებენ რეფინანსირების სესხებს. აუცილებელია, დროებით მაინც, სანამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი არ დასრულებულა, შეჩერებული იქნეს ლარიზაციის გეგმა, ეს პრინციპულია,“ - აცხადებს ლადო პაპავა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სესხების ლარიზაციის პროგრამა  2017 წლის იანვარში დაამტკიცა. შედეგად, 200 000 ლარამდე სესხების გაცემა ბანკებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეუძლიათ. მაშინ სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობდა, რომ ლარიზაციის პროგრამით ლარის კურსზე ზეწოლა შემცირდებოდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023