ფინანსები
13/10/2021

ალექსანდრე ძნელაძე: ლარიზაცია უკვე საკმაოდ მკაცრია

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ლარიზაციის პროცესი შეიძლება ითქვას, დღესაც მკაცრია.

„უფრო მკაცრია მოთხოვნები, ვიდრე უნდა იყოს. აქ პრობლემაა ის, რომ Fitch-ის უკანასკნელი შეფასებითაც ლარიზაციის პროცესი ნელია და შეიძლება  კიდევ უფრო შენელდეს. ამიტომ, მიზანი მესმის, თუმცა, მიმაჩნია, რომ  ის ისედაც საკმაოდ მკაცრია.

მნიშვნელოვანია შევაფასოთ, რის გამკაცრებაზეა საუბარი და ამის მიხედვით ვიმსჯელოთ, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს,“ - აცხადებს ძნელაძე.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს.

მარეგულირებელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია ლარიზაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით ლოგიკურად მიაჩნია. ცენტრალურ ბანკში დედოლარიზაციის გამკაცრების რესურსს ხედავენ და აღნიშნავენ, რომ ამისთვის საბანკო სექტორიც მზად არის.

ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის შალვა მხატვრიშვილის განმარტებით, მარეგულირებელმა შესაძლოა განიხილოს რამდენიმე მექანიზმი. მათ შორის, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილება და სარეზერვო მოთხოვნების გამკაცრება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023