ფინანსები
08/12/2021

ალექს მატუა: ბანკებს მოგებაზე გასვლის შესაძლებლობა გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ მისცა

"პროკრედიტ ბანკის" გენერალური დირექტორი პანდემიის პირობებში საბანკო სექტორის მოგებაზე გასვლას ქვეყანაში მდგომარეობის გამოსწორებით ხსნის. ალექს მატუა ამბობს, რომ დიდი რეზერვების გამოყოფამ, შემდგომ პერიოდში უკვე ქვეყანაში გაუმჯობესებულმა ფინანსურმა მდგომარეობამ, ბანკებს საშუალება მისცა მეტი მოგება დაეგენერირებინა, ვიდრე ეს იყო 2020 წელს.

ალექს მატუა "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეზერვების ხარჯები ბანკებისთვის. როდესაც პანდემია დაიწყო საკმაოდ დიდი რეზერვების გამოყოფა მოხდა, იმისათვის, რომ ეს კრიზისული პერიოდი ბანკებს ნაკლებად მტკივნეულად გადაეტანათ, შესაბამისად ყოფილიყო ბუფერები და საკმარისი კაპიტალი, რომ არსებული სიტუცია ძალიან არ დატყობოდათ ბანკებს.

"ბანკები დამოკიდებული არიან როგორც ბიზნესებზე, ასევე ფიზიკურ პირებზე. მიუხედავად პანდემიისა, ბოლო პერიოდში ბიზნესების მდგომარეობა გაუმჯობესდა. ერთადერთი სექტორი, სადაც კრიზისი ჯერ კიდევ არსებობს და საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს, არის HoReCa ბიზნესი, რომელიც ტურისტებზეა დამოკიდებული, შესაბამისად აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებზე გაცემული სესხების ნაწილი არის გადახდისუუნარო, რაც ნიშნავს, რომ სანამ ტურისტული ნაკადი არ მიაღწევს იმ დონეს, რომლის დროსაც ისინი შეძლებენ მიღებული შემოსავლით ვალდებულებების დაფარვას, მანამდე ეს კრიზისი ამ სექტორიში რჩება," - აღნიშნავს ალექს მატუა.

შეგახსენებთ, რომ საბანკო სექტორის წმინდა მოგება აგვისტოდან 0,5 მლრდ ლარით არის გაზრდილი და 1 ნოემბრისთვის 13 ბანკის კრებსითი მოგება  1.764 მლრდ ლარს შეადგენს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023