ფინანსები
29/04/2021

ალეკო ძნელაძე: სარეზერვო ნორმის შემცირება ბანკებს ლარში სახსრების მოზიდვის მოტივაციას გაუზრდის

25%-დან 10%-მდე სავალდებულო სარეზერვო ნორმის შემცირება ბანკების ტვირთს ვერ შეამსუბუქებს, თუმცა გაუზრდის ლარში სახსრების მოზიდვის მოტივაციას.

უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე, სარეზერვო მოთხოვნის 1 ივლისიდან შემსუბუქება მხოლოდ დაბალ დოლარიზებულ პორტფელის მქონე ბანკებს შეეხება, მათ შორის მსსხვილაქტივებიანებიდან, ლიბერთის და სხვა პატარა ბანკებს. დეპოზიტარების დანაზოგის 70% კი 2 სისტემურ ბანკშია (TBC, BOG).

ბანკების ასოაციაციის პრეზიდენტის ალეკო ძნელაძის განმარტებით, არაპირდაპირი ცვლილებით მოტივაციის გაჩენის გადაწყვეტილება პოზიტიურია. რაც უფრო მეტი ლარი ექნება ბანკს, უფრო იაფი დაუჯდება დოლარის შენახვა.

სარეზერვო მოთხოვნა ბანკებს ივლისიდან უმსუბუქდება, რომლის საჭიროება სებ-ის პრეზიდენტმა მაღალი დოლარიაციის გამოწვევით ახსნა, რომლის წნეხშია მონეტარული პოლიტიკა (ეფექტიანობა ეზღუდება) და ზრდის ფინანსური სტაბილურობის რისკებს.

სარეზერვო მოთხოვნა ამა თუ იმ ბანკის მიმართ განსხვავებული იქნება, დეპოზიტების პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტის (>40%>) მიხედვით განისაზღვრება. მოკლევადიან რესურსზე (1 წლამდე) 25%-დან 10%-მდე, გრძელვადიანზე (1-2 წელი) 15%-დან 10%-მდე მცირდება. პორტფელის 70% დოლარიზაციის შემთხვევაში არსებული 25% ნორმა ნარჩუნდება.

40-70%-ის შუალედში სარეზერვო ნორმა, დეპოზიტების დოლარიზაციის კლებასთან ერთად, წრფივად შემცირდება. ანალოგიურად, 15%-დან 10%-მდე 1-დან 2 წლამდე ნარჩენი ვადიანობის, უცხოური ვალუტით მოზიდულზე.

მიზანი ეტაპობრივად ლარზე მოთხოვნის ზრდაა და სავალუტო ბაზარზე წნეხის შერბილება.

საბანკო სექტორში ₾36 მლრდ-ის ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტებია (ბანკების დეპოზიტების გარეშე), მათ შორის 19 მლრდ ლარის საცალო (ეროვნულ ვალუტაში - 4.5 მლრდ ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14. 4 მლრდ ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 18 მლრდ ლარამდე (ეროვნულ ვალუტაში - 9.4 მლრდ, უცხოურ ვალუტაში - 8.4 მლრდ ლარის ეკვივალენტი).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023