ფინანსები
24/04/2023

ADB-მა 2022 წელს კრიზისის დაძლევასა და მედეგობის გაზრდაზე $20.5 მლრდ გამოყო

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საკუთარი რესურსებიდან 2022 წელს 20.5 მილიარდი აშშ დოლარი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის დასახმარებლად გამოყო, რომელიც ახალი ეკონომიკური წინაღობებისა და კრიზისების ფონზე განაგრძობდა კოვიდ-19-ის პანდემიის უარყოფით შედეგებთან გამკლავებას.

ბანკის ფინანსური და ოპერაციული შედეგები დღეს ADB-ის 2022 წლის ანგარიშში გამოქვეყნდა. ანგარიშში შეჯამებულია ბანკის მიერ ფინანსებისა და ცოდნის კომბინირებითა და თანამშრომლობის გაძლიერებით გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც  რეგიონის ქვეყნებს რუსეთის უკრაინაში შეჭრით, გაუარესებული სურსათის კრიზითა და ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული ეკონომიკური შოკების დაძლევაში დაეხმარა. 

“2022 წელს ჩვენმა დახმარებამ განვითარებად წევრ ქვეყნებს კრიზისების პირდაპირი ზემოქმედების დაძლევაში შეუწყო ხელი და ხანგრძლივ ვადაში გააძლიერა მათი მედეგობა ისეთ კრიტიკულ საკითხებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და სურსათით უზრუნველყოფა,“ განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.  

$20.5 მილიარდი მოიცავს სესხებს, გარანტიებს, გრანტებს, სააქციო კაპიტალში ინვესტირებასა და ტექნიკურ დახმარებებს, რომლებიც მთავრობებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გაეწია. ADB-მ დამატებით $11.4 მილიარდი თანადაფინანსების სახით მოიზიდა.  

2022 წელს ADB-მ $6.7 მილიარდი გამოჰყო კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის დაფინანსებისთვის, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ბანკის ამბიციისკენ 2019-2030 წლებში გამოჰყოს $100 მილიარდი კლიმატის კუმულაციური დაფინანსებისთვის. 

რეგიონში გაუარესებულ სურსათის კრიზისთან გასამკლავებლად ADB-მ $14 მილიარდიანი სურსათის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში $3.7 მილიარდი გამოჰყო სურსათის წარმოების სისტემის გაძლიერებისა და პირველადი სასურსათო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. 

ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშესაწყობად, ADB-მ დააფინანსა ინსტიტუციური რეფორმები, გააძლიერა საჯარო სერვისების მიწოდება და მთავარი ეკონომიკური სექტორების ზრდა. ADB-ის $3.9 მილიარდიანი, კერძო სექტორისთვის გამოყოფილი დაფინანსება მოიცავდა რთულ ბიზნეს გარემოში აღმოჩენილი საწარმოებისთვის სასიცოცხლო ლიკვიდურობის შენარჩუნებაში დახმარებას.  

ამავდროულად, ბანკმა ფართომასშტაბიანი ინვესტიციები განახორციელა ხარისხიან ინფრასტრუქტურაში, ასევე განათლებაში, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ სექტორებში, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკის მასშტაბით მედეგობის გაზრდას. 

გენდერული თანასწორობის წახალისება ADB-ის მუშაობის წინა ხაზზე დარჩა და 2022 წელს ბანკის ოპერაციების 97% ამ დღის წესრიგის ხელშეწყობას დაეთმო. აღნიშნული ოპერაციები მოიცავდა ინიციატივებს ხარისხიან სამსახურებზე ქალების წვდომის გაუმჯობესების, ქალთა მეწარმეობის გაძლიერებისა და კლიმატის ცვლილებისადმი ქალების მედეგობის გაზრდის მიზნით.  

2022 წლის ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი თუ როგორ ვითარდება ბანკი მისი განვითარებადი წევრი ქვეყნების კომპლექსური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად. ეს გულისხმობს მეტი რესურსის მობილიზებას რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად, მათ შორისაა ბანკის კაპიტალის შესაბამისობის  ჩარჩოს მიმდინარე გადახედვა და სტრუქტურული და არასტრუქტურული ორგანიზაციული რეფორმები, რაც ახალი საოპერაციო მოდელითაა ნაკარნახები. 

“დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული რეფორმების წყალობით ADB რეგიონში უფრო მეტი ზემოქმედების მომტანი გახდება, მათ შორისაა კლიმატის დაფინანსების გაზრდა, მეტი ინვესტიცია კერძო სექტორში და ფართომასშტაბიანი განვითარების გადაწყვეტილებების მიღება კლიენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად,“ განაცხადა პრეზიდენტმა ასაკავამ. 

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023