ენერგეტიკა
15/03/2021

თებერვალში ელექტროენერგიის 61% იმპორტით შეივსო

თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობამ 35.5 მლნ ლარი შეადგინა.

ესკოს მონაცემებით, თებერვალში ესკო-ს მეშვეობით შესყიდული (გაყიდული) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა 227 159 981,3 კვტ.სთ იყო, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 21%-ია.

საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა 1 კვტ.სთ-ზე 15,637 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.

საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 36% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 3%, ხოლო იმპორტის – 61%.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023