ენერგეტიკა
03/11/2023

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება

საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტი (GNCOLD) 2023 წლის 7 ნოემბერს სასტუმროში "ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი ჭავჭავაძე" საერთაშორისო კონფერენციას ატარებს, რომლის სახელწოდებაა "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში".

საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის  კონფერენცია ეს  არის საერთაშორისო და ადგილობრივი სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შეკრება, სადაც ჰიდროენერგეტიკის, მელიორაციული წყალ სამეურნეო  ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის  აქტუალური საკითხების გარშემო ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა ხდება და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

კონფერენციის მსვლელობისას სამეცნიერო სესიები ჩატარდება, სადაც სამეცნიერო თუ საინჟინრო სფეროს წარმომადგენლები წარსდგებიან და როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში  მიმდინარე მნიშვნელოვანი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრებენ. ღონისძიება ასევე მოიცავს საგამოფენო სესიას, სადაც საინჟინრო უსაფრთხოებისა და ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემების მწარმოებელი კომპანიები თავიანთ უახლეს ტექნოლოგიებს წარმოადგენენ.

აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის კონფერენციის ფარგლებში, 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით ცნობილი ესპანური საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია, "iPresas – Risk Analysis", სამდღიან სპეციალიზებულ ტრენინგს  ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების საკითხების შესახებ ჩაატარებს. ტრენინგი დამსწრეებს მეტად ღირებულ ინფორმაციას მიაწვდის ჰიდროენერგეტიკული ობიექტებისა და კაშხლების უსაფრთხო ოპერირებისათვის რისკების შეფასებასა და მართვაზე.

კონფერენციას საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტი (GNCOLD)_ის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით მირცხულავა გახსნის, ასევე კონფერენციის სპიკერები არიან მსოფლიო ცნობილი  ექსპერტები იტალიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და ა.შ

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022