ენერგეტიკა
30/06/2023

საქართველოში ყველაზე დიდი თბოსადგურის ასაშენებლად კონკურსი გამოცხადდა

ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაზრდის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 მგვტ დადგმული სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მაღალეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ განიხილება, წინადადებების წარმოდგენაზე მოწვევა ცხადდება, - ინფორმაციას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC) ავრცელებს. 
 
"ინვესტორზე შესაბამისი პირობებით გასხვისდება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილი 100%-იანი წილი გარდაბნის თბოსადგურ 3-ში, რომლის ღირებულება 2 450 000 აშშ დოლარს შეადგენს.
 
მოგეხსენებათ, ინვესტორის შესარჩევად წინადადებების წარმოდგენაზე მოწვევის გამოცხადება, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, მიმდინარე წლის 29 მაისს, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დაევალა. სწორედ ამ მიზნით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს გარდაბნის თბოსადგური 3-ისა და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.
 
ელექტრონული აუქციონი ღიად ჩატარდება და მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება. ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებ-გვერდებზე განთავსდება.
 
პროცედურის პერიოდი ორი თვით განისაზღვრება (2023 წლის 30 ივნისიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე), ხოლო წინადადებები 25 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათამდე მიიღება. მონაწილეებს მხოლოდ ერთი წინადადების წარმოდგენის უფლება აქვთ,"-ნათქვამია GOGC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023