ენერგეტიკა
06/10/2020

მარიამ ჩახვაშვილი: ენერგოსექტორს განვითარებისთვის შესაბამისი ტარიფები სჭირდება

„იმედი მაქვს, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები გაიზრდება,“- ამის შესახებ ბიზნესპარტნიორს Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა განუცხადა.

მარიამ ჩახვაშვილის განმარტებით, ენერგეტიკის სექტორს იმისთვის რომ განვითარდეს რეალობასთან შესაბამისობაში მყოფი ტარიფები სჭირდება.

„ვალუტის კურსი არის მხოლოდ მინიმალური მიზეზი რატომაც უნდა გაიზარდოს ელექტროენერგიის ტარიფი. აქვე გასათვალისწინებელია ბაზრის მოდერნიზების, ელექტროენერგიის ღირებულების ზრდის, მოხმარების მატების მაღალი ტემპი და ასე შემდეგ,“ - განაცხადა მარიამ ჩახვაშვილმა.

მისივე განმარტებით, ქვეყანას გაზრდილი მოხმარების საპასუხოდ გენერაციის ახალი წყაროები სჭირდება.

„გენერაციის ახალი წყაროები შენდება მხოლოდ მაშინ თუ ინვესტორი ხედავს ჯანსაღ საინვესტიციო გარემოს. როდესაც ვამბობ, რომ ტარიფების გაზრდა მნშვნელოვანია, ესეც აისახება საინვესტიციო კლიმატზე მთლიანობაში. აქამდე ინვესტორი ყოველთვის ითხოვდა ფიქსირებულ ტარიფს სახელმწიფოსგან. ახლა შუალედური მექანიზმი მოიფიქრეს, რაც გულისხმობს რომ ნაწილს სახელმწიფო აზღვევს ნაწილს კი ბაზარი. იმედი მაქვს, იდეალურ ბაზარზე როცა გადავალთ ინვესტორისთვის სახელმწიფო სტიმულირება და დამატებითი გარანტიები აღარ იქნება საჭირო,“ - განმარტა მარიამ ჩახვაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სემეკი წლის ბოლოსთვის ელექტროენერგიის ახალ ტარიფებს დაადგენს. კომპანიების მიერ წარდგენილი განაცხადების გეგმიური განხილვა მარეგულირებელ კომისიაში უკვე დაწყებულია.

დღეს არსებული ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები მარეგულირებელმა კომისიამ სამი წლის წინ დაადგინა. ტარიფების გაანგარიშებისას კი ლარის საპროგნოზო მაჩვენებელი დოლართან მიმართებაში 2.63-იან ნიშნულზე იყო გათვალისწინებული. მას შემდეგ ეროვნული ვალუტა თითქმის 60 თეთრით არის გაუფასურებული.

მოახდენს თუ არა გაუფასურებული ეროვნული ვალუტა ახალი ტარიფების გაანგარიშებისას გავლენას დეკემბრის ბოლოს გამოჩნდება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023