ენერგეტიკა
25/07/2023

"ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი საქართველოში 25 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ააშენებს

საქართველოში ყველაზე დიდი 25 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა იწყება. მისი საინვესტიციო ღირებულება 16 მლნ დოლარამდეა, ინვესტორი კი, სლოვაკური „ჯინო ჰოლდინგია“, რომელიც საქართველოში ძირთადად, ტურიზმისა და სასტუმროს სექტორშია წარმოდგენილი.

“25 მგვტ ნამდვილად ამბიციური პროექტია და მარტივი გასაკეთებელი არ არის, თუმცა, გვაქვს ამის გამოცდილება სლოვაკეთში. ასეთ პროექტებს სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც თუნდაც, ტურიზმის განვითარებას და შეიძლება, კიდევ უფრო მეტიც. რადგან, ამ შემთხვევაში, ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობის ფაქტორებს ვაძლიერებთ ქვეყანაში“ - აცხადებს „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე „ბიზნესპარტნიორთან“.

25 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური გარდაბანში აშენდება. პროქტის განმახორციელებელი „გრინ ენერჯია“. ტექნოლოგიის მიმწოდებელი კი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მზის პანელების მწარმოებელი კომპანია Yingli Solar.

„საქართველოს მზის ენერგიის ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდება. საინვესტიციოდ კი, მიმზიდველი გარემოა. ვიცით, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას დეფიციტური მოხმარება აქვს, მზის ენერგიასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები კი საკმაოდ გაიაფებულია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ უფრო მეტი ტექნოლოგიის შემოტანას და მზის ენერგიის პროექტებში დახმარებას. ჩვენ შემოგვაქვს მზის პანელები, რომელიც სილიკონზე დაფუძნებული ტექნოლოგიაა. წარმოებაში ვიყენებთ მოწინავე ტექნოლოგიებს და გვსურს განვამტკიცოთ თანამშრომლობა საქართველოში, ადგილობრივ პარტნიორებთან“ - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“- Yingli Solar-ის გენერალური მენეჯერი ალენ გენგი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023