ენერგეტიკა
08/12/2020

Green Energy-ს პანდემიის გამო შეკვეთები თითქმის არ აქვს

ენერგეტიკული კომპანია Green Energy-ს  პანდემიის მეორე ტალღის დაწყების შემდეგ შეკვეთები თითქმის არ ჰქონია. ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ მიმდინარე პროექტებზე მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი  კახეთში ნახევარი მეგავატის სიმძლავრის  მზის ელექტროსადგურია. სამუშაოების  დასრულებისთანავე ის ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ საწყის პროექტში სადგური 3 მეგავატის სიმძლავრის უნდა ყოფილიყო, თუმცა, პანდემიის გამო სიმძლავრეების კორექტირება მოხდა. 

„ თავიდან საუბარი მიდიოდა 3 მეგავატზე, მაგრამ ამ ვითარების გამო თავი შევიკავეთ და გადავწყვიტეთ, რომ გამოვიყენებთ იმ რეგულაციებს და კანონებს, რომელიც გვაქვს. ანუ ნახევარი მეგავატი ნეტო აღრიცხვაში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროექტში ყველაფერი გათვალისწინებულია იმისთვის, რომ საჭიროების და ვითარების დასტაბილურების შემთხვევაში სიმძლავრეები მარტივად გავზარდოთ.“ - აცხადებს Green Energy-ს დამფუძნებელი დავით შვანგირაძე. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ შეკვეთების დროებით გაჩერება ძირითადად ტურიზმის სექტორში არსებულ პრობლემებს უკავშირდება, ვინაიდან მოთხოვნის დიდი ნაწილი სწორედ Horeca  სექტორზე მოდიოდა.

„დიდი დაინტერესება განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე სასტუმროებისგან მოდიოდა, თუმცა, არსებული ვითარების გათვალისწინებით მათ ამის ფინანსური რესურსები აღარ გააჩნიათ. ასევე მნიშვნელოვანი იყო სკოლებისა და უნივერსიტეტების გააქტიურება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც პანდემიამ გარკვეული ნეგატიური როლი ითამაშა. ამ ეტაპზე თითქმის ნულზე ვართ და მხოლოდ მიმდინარე პროექტებს ვაგრძელებთ.“ - დავით შვანგირაძე

„გრინ ენერჯიში“ არც პოსტპანდემიურ ვითარებას უყურებენ მარტივად და ფიქრობენ, რომ კრიზისის დაძლევას და 2019 წლის მაჩვენებლებზე დაბრუნებას რამდენიმე თვე დასჭირდება.

„მას შემდეგ, რაც ვითარება დასტაბილურდება და მედიკოსები კორონავირუსის დამარცხებას  შეძლებენ, სავარაუდოდ ამის შემდეგ ჩვენს სექტორს აღსადგენად და 2019 წლის მაჩვენებლებზე დასაბრუნებლად 7-8 თვე მაინც დასჭირდება.“

კომპანიაში აცხადებენ, რომ შეცვლილია საფასო პოლიტიკაც. მათი განმარტებით,  მსოფლიო ბაზარზე მზის პანელების სექტორში კონკურენციის ზრდამ პროდუქცია გააიაფა, თუმცა, საქართველოს ეს არ შეხებია. მიზეზი - ლარის კურსის გაუფასურებაა.

„ფასები გასული წლის მაჩვენებლების იდენტურია, თუმცა წესით პანელები და დანადგარები უნდა გაიაფებულიყო, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა  იმიტომ, რომ ლარის კურსის გაუფასურებამ ამის საშუალება არ მოგვცა. ისევე როგორც სხვა იმპორტირებული პროდუქტების შემთხვევაში აქაც დიდი როლი სწორედ ეროვნულმა ვალუტამ ითამაშა. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ ის რესურსები, რაც საქართველოში გაგვაჩნია სრულად გამოვიყენოთ. მაგალითად ეგრეთ წოდებული PV  კაბელების წარმოება საქართველოში ხდება და შესაბამისად, იმპორტირებული სწორედ ამით ჩავანაცვლეთ.“

Green Energy ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და მისი დადგმული ჯამური სიმძლავრე, რომელიც ნეტო აღრიცხვის სისტემაშია ჩართული 1 მეგავატს აღემატება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023