ენერგეტიკა
                                14/04/2021
                                
                            GOGC-ს პანდემიური წლის პირველ ნახევარში წმინდა მოგება ₾13 მლნ-ით გაეზარდა
„ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ მოგების ზრდაზე აცხადებს.
სახელმწიფო კომპანიას 2020 წლის 6 თვეში შემოსავლები და მოგება გაზრდილი ჰქონდა. არააუდირებული ფინანსური ანგარიშგება კომპანიამ თავად გამოაქვეყნა.
პანდემიური წლის პირველ ნახევარში კომპანიამ 486.6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურ ჭრილში 12%-იან (52.809 მლნ ლარი) ზრდას აჩვენებს. საოპერაციო მოგება 100 მლნ ლარს აღემატება, წმინდა მოგება კი, 45.185 მლნ ლარია, რაც 12.9 მილიონით მეტია 2019 წლის 6 თვის მაჩვენებელზე.
GOGC -ის შემოსავლები 2020 წლის 6 თვეში
- ბუნებრივი გაზის რეალიზაცია - 320.483 მლნ ლარი
 - ელექტროენერგიის წარმოება - 124.835 მლნ
 - ნედლი ნავთობის რეალიზაცია - 6.698 მლნ ლარი
 - გაზსადენების იჯარა - 21.5 მლნ
 - ნავთობის ტრანსპორტირება - 13.06 მლნ
 
