ენერგეტიკა
09/10/2023

"ენერგო-პრო ჯგუფმა" ესპანეთში 167 მგვტ სიმძლავრის ათი ჰესი შეიძინა

ჩეხურმა "ენერგო-პრო ჯგუფმა“ ესპანეთში 167 მგვტ სიმძლავრის ათი ჰესი შეიძინა.

ელექტროენერგიის დამოუკიდებელი მწარმოებელი საქმიანობას ესპანეთის გალიციის რეგიონში აფართოებს.

კომპანიამ დაასრულა Xallas Electricidad y Aleaciones, S.A.U ("Xeal") და Feroe Ventures & Investments S.L.U. ("Feroe") კომპანიების 100%-იანი სააქციო კაპიტალის შეძენა წამყვანი გლობალური საინვესტიციო ფირმა SIXTH STREET-გან.

როგორც "ენერგო-პრო" იტყობინება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩეხური ინვესტიცია ესპანეთში. ტრანზაქციის დასაფინანსებლად „ენერგო-პრო“ ეი. ესმა  300 მილიონი ევროს სესხი მიიღო J.P. Morgan and Goldman Sachs-ისგან.

Xeal ფლობს და ამუშავებს 167 მეგავატი სიმძლავრის ათ ჰიდროელექტროსადგურს და ორ ფეროშენადნობ ქარხანას.

„ესპანეთში, გალიციაში ჰიდროელექტროსადგურების შეძენა არის ჩვენი საქმიანობის დივერსიფიკაციის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური რისკების შემცირებას. პირველად გავედით ევროზონის უმსხვილეს და ჩვენთვის პერსპექტიულ ბაზარზე. აღნიშნული შესყიდვთ გაიზრდება გაყიდვების მოცულობა ევროში, რაც პოზიტიურად აისახება ენერგო-პროს კაპიტალის სტრუქტურაზე“, - განაცხადა „ენერგო-პრო ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა პეტრ მილევმა.

ENERGO-PRO თითქმის 30 წელია სპეციალიზებულია ჰიდროგენერაციაში. კომპანია ფლობს და ამუშავებს 34 ჰიდროელექტროსადგურს ბულგარეთში, საქართველოსა და თურქეთში, ჯამური დადგმული სიმძლავრით 859 მეგავატი. ის ასევე აქტიურია ლათინურ ამერიკაში და ამჟამად აშენებს ახალ ჰიდროელექტროსადგურს კოლუმბიაში.

ჯგუფი ფლობს ელექტროგამანაწილებელ ქსელს ბულგარეთში და საქართველოში, რომელიც ემსახურება 2,5 მილიონზე მეტ აბონენტს. ის არის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი, 9000-ზე მეტი თანამშრომლით.

ENERGO-PRO-სთან აფილირებული კომპანიები, ასევე, ფლობენ და მართავენ ორ ჰიდროელექტროსადგურს თურქეთში: Alpaslan II და Karakurt ჯამური დადგმული სიმძლავრით 377 მეგავატი, ასევე ორ ჰიდროელექტროსადგურს ჩეხეთში.

ჯგუფის ჯამური დადგმული სიმძლავრე 1248 მეგავატს აჭარბებს. სამრეწველო ნაწილში კომპანია ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროელექტრომექანიკური მოწყობილობების ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელს Litostroj Group-ს ეყრდნობა.

energynews.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023