ენერგეტიკა
11/09/2023

"ენერგიების მოხმარების ზრდამ, იმპორტის ზრდა გამოიწვია "- ლევან ვეფხვაძე

"ენერგიების მოხმარების ზრდამ, იმპორტის ზრდა გამოიწვია,“ -ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო თუ ენერგოდამოუკიდებელი არ იქნება, ქვეყანა იგივე პრაქტიკას მიიღებს, რაც 90-იან წლებში მოხდა, როდესაც სხვა ქვეყნიდან მიღებული ელექტროენერგია შეწყდა და ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

"ამიტომ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, შესაბამისად, ენერგიის მოხმარებაც და საჭიროებაც იზრდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი საჭიროებები კარგად დავინახოთ, "-აცხადებს ვეფხვაძე.

მისივე ინფორმაციით, ერთადერთი დაზღვევის მექანიზმი სამი დიდ კაშხლიანი სადგურის აშენებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემის არასტაბილურობა მოხდება, რაც შემდგომში გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ განახლებად ენერგიებზე პირველი აუქციონი უკვე ჩატარდა და როგორც ვეფხვაძე აღნიშნავს, შემოდგომაზე კიდევ მეორე და მესამე ეტაპი უნდა გამოცხადდეს, მათ შორის კაშხლიან ჰესებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება გამოწვევებს, მისი მტკიცებით პრობლემური საკითხია ადგილზე საზოგადოების მიუღებლობა, რის შემდეგაც პროექტების გაურკვეველი ვადით შეჩერება ხდება. ასევე პრობლემაა პროექტების ხარისხიც, თუ რამდენად შეესაბამება სტანდარტებს ჰიდროლოოგიის (წყალი, რომელიც მოედინება) დათვლის მექანიზმი. ვინაიდან, ძალიან ბევრი პროექტი ნახეს, სადაც  1 ჰიდროლოგია (წყალი) იყო, თუმცა ორი და სამი წლის ანალიზმა აჩვენა, რომ ჰიდროლოგია დაბალია, შესაბამისად, გამომუშავებული ენერგია ნაკლები.

ცნობისთვის, ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერი მექანიზმის, CFD სქემის ფარგლებში გამოცხადებული პირველი ეტაპის აუქციონში გამარჯვებული კომპანიები უკვე  გამოვლენილდა.22 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორებმა 78 განაცხადი შეიტანეს. აუქციონის კომისიამ გამარჯვებული 24 კომპანია შეარჩია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023