ენერგეტიკა
11/07/2023

"ბაზრის გახსნის გადავადებაზე მთავრობამ არგუმენტირებული გადაწყვეტილება მიიღო"

ბაზრის გახსნის გადავადებაზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება მათი მხრიდან არგუმენტირებული იყო - ამის შესახებ ჟურნალისტებთან სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს.

მისი თქმით, მთავრობის არგუმენტი რეგიონში არსებული საომარი მოქმედებები და მასთან დაკავშირებული ენერგეტიკული სირთულეები იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ სისტემა და ბაზრის მონაწილეები პრაქტიკულად ყველანი მზად იყვნენ, გარე რისკებმა გადაწონა შიგნით არსებული მზაობა. თუმცა, ენერგეტიკის სექტორი არ მოდუნდება - საცდელი ვაჭრობები გაგრძელდება მომავალშიც. გარდამავალი პერიოდის იმ დოკუმენტში, რომელიც ჩვენ გვაქვს, გარკვეული კორექტირება გაკეთდება და შესაბამისად, სისტემის მზაობა ბაზრის გახსნისთვის შენარჩუნდება. როგორც კი შესაბამისი რისკები შემცირდება, რა თქმა უნდა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით“ - ამბობს დავით ნარმანია.

ენერგეტიკული ბირჟა 1 ივლისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ კიდევ ერთხელ, ერთი წლით გადადო. ბირჟას ფუნქციონირება თავდაპირველად, 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა, მას შემდეგ ბირჟის ამოქმედება და ბაზრის გახსნა უკვე მეექვსედ გადავადდა.

energynews.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023