ფოტო: shutterstock
                                                                        
                                    
                                    
                                    
                                ენერგეტიკა
                                11/11/2022
                                
                            ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთვა მომავალი წლიდან გაიზრდება - დივერსიფიკაციის "საგზაო რუკა"
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთვა მომავალი წლიდან გაიზრდება, ყაზახეთმა მილსადენით მილიონ ნახევარი ტონა ნავთობის გადაზიდვაზე შეთანხმება უკვე გააფორმა.
ყაზახეთის პრემიერის თქმით, მუშავდება მისი შემდგომი, დაახლოებით ექვს მილიონ ნახევარ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობაც. ყაზახეთი
ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის სპეციალური „საგზაო რუკის“ შექმნაზეც აცხადებს - ეს არის ნავთობის ტრანსპორტირების მიმართულება აქტაუს პორტით ბაქოს პორტამდე, იქიდან კი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ბაქო-სუფსას და ბაქო-ბათუმის მიმართულებით, სადაც, ყაზახეთი საპორტო ტერმინალს ფლობს.
