ეკონომიკა
11/01/2023

WB-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.2პპ-ით 4%-მდე შეამცირა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. საფინანსო ინსტიტუტი, 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, რაც 0.2პპ-ით ნაკლებია 2022 წლის ოქტომბრის პროგნოზთან შედარებით.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, უცვლელად, 5%-ზეა შენარჩუნებული.

მსოფლიო ბანკმა ამავდროულად შეამცირა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც შეამცირა. საფინანსო ინსტიტუტი წელს მსოფლიო ეკონომიკის მხოლოდ 1.7%-იან ზრდას ელის, ნაცვლად 3%-ისა. რაც შეეხება 2024 წელს, გლობალური ეკონომიკა მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2.7%-ით გაიზრდება. საფინანსო ინსტიტუტის ზრდის პროგნოზი ეფუძნება არსებულ რეალობას - გაზრდილი ინფლაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები, შემცირებული ინვესტიციების და უკრაინაში რუსეთის შეჭრა.

„ეს ბოლო 30 წლის რიგით მესამე ყველაზე ცუდი ზრდის შედეგი იქნება, გლობალური ფინანსური კრიზისისა და კოვიდპანდემიის შემდეგ. გლობალური ეკონომიკური ზრდა იმდენადაა შენელებული, რომ მსოფლიო ახლა უკვე საკმაოდ ახლოსაა რეცესიასთან“, - წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023