ეკონომიკა
25/10/2023

"ვმუშაობთ, რათა ჩვენი ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონულ სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ციფრულ ცენტრად"

 

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მის ერთ-ერთ უძლიერეს აქტივს წარმოადგენს. ამიტომ,გაძლიერებული კავშირი ვაქციეთ ჩვენი შიდა დღის წესრიგის პრიორიტეტად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ევროკომისიის მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში სამუშაო პანელზე -  „სატრანსპორტო დერეფნები" - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის მთავარი მომსხენებელი იყო.   

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა გლობალურ პარტნიორებთანდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობს, რათა  ქვეყანა გადააქციოს რეგიონულ სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ციფრულ ცენტრად.  

„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია მივმართავდე გლობალური კარიბჭის ფორუმის მონაწილეებს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ფონდ დერ ლაიენს დღეს ბრიუსელში ჩვენი მასპინძლობისთვის.    2021 წლის დეკემბერში, როდესაც გლობალური კარიბჭის ინიციატივა შეიქმნა, ევროკავშირმა პარტნიორები მოიწვია მდგრად განვითარებაზე აქცენტირებისთვის ტრანსპორტისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ჯანდაცვისა და განათლების სისტემათა გაძლიერებისა და ციფრული წინსვლის ხელშეწყობის საშუალებით.

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მის ერთ-ერთ უძლიერეს აქტივს წარმოადგენს. ამიტომ, გაძლიერებული კავშირი ვაქციეთ ჩვენი შიდა დღის წესრიგის პრიორიტეტად; გლობალურ პარტნიორებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ვმუშაობთ, რათა ჩვენი ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონულ სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ციფრულ ცენტრად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გამოუყენებელი შესაძლებლობები შავი ზღვის კვეთით, რაც მტკიცედ დაგვაკავშირებს ევროკავშირთან და საშუალებას მოგვცემს სრული პოტენციალი ავითვისოთ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

             

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023