ეკონომიკა
13/04/2022

ვახტანგ ცინცაძე: საგარეო ვაჭრობის მზარდი ტენდენციები ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას

„რეგიონში დაძაბული გეოპოლიტიკური მდგომარეობით განპირობებული ეკონომოკური გამოწვევების მიუხედავად, მარტში ექსპორტის მაღალი ზრდა დაფიქსირდა და 26 პროცენტს გადააჭარბა. ხოლო იანვარ-მარტის ექსპორტის ზრდა 43 პროცენტს გაუტოლდა და 1,172 მლრდ დოლარი შეადგინა,“ - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ცინცაძემ.

„საქსტატის“ მიერ 20222 წლის მარტში საგარეო ვაჭრობის სტატისტიკული მაჩვენებლების შეფასებისას, ვახტანგ ცინცაძემ აღნიშნა, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია 2021 წლის მარტშიც დაფიქსირდა და 30,5 პროცენტიანი ზრდა შეადგინა. მისი თქმით, წელს ექსპორტის ზრდის პარალელურად მარტში იმპორტი 15.6 პროცენტით გაიზარდა და 896 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული მზარდი ტენდენციები პოზიტიურად აისახება ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელზე და ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური დინამიკის გაგრძელებას,“ - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023