ეკონომიკა
26/04/2022

"ცენტრალურ ბანკებს სიფხიზლე მართებთ, მაღალ ინფლაციას ხარჯი ექნება და ძლიერი რეაგირებაა საჭირო"

ცენტრალურ ბანკებს ახლა სიფხიზლე მართებთ, რადგან ხანგრძლივად არსებულ მაღალ ინფლაციას საკმაოდ დიდი ხარჯი ექნება და მონეტარულ ხელისუფლებას უფრო ძლიერი რეაგირების გაკეთება მოუხდება, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კოლუმბიის უნივერსიტეტის ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.

კონფერნეციის მთავარი თემა "განვითარებადი ეკონომიკების ქვეყნებში ინფლაციისა და ბაზარზე არსებული გამოწვევები და საპასუხო ქმედებები" იყო. ღონისძიება, ტრადიციულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების შემდგომ იმართება და მთავარი თემების გარშემო დისკუსიას ეთმობა. კობა გვენეტაძემ თავის გამოსვლაში მთავარი აქცენტი ეკონომიკის გლობალურ გამოწვევაზე - მაღალ ინფლაციასა და მონეტარული ხელისუფლების გატარებული პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ინფლაცია მთელ მსოფლიოში იზრდება, ეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდეც კი ასე იყო. მიწოდება - მოთხოვნის შეუსაბამობა, საქონლის (საწვავის და სურსათის) ფასების ზრდა 2021 წლის დასაწყისიდან ინფლაციის ზრდას ასტიმულირებს. ცენტრალურ ბანკებს ახლა სიფხიზლე მართებთ, რადგან ხანგრძლივად არსებულ მაღალ ინფლაციას საკმაოდ დიდი ხარჯი ექნება და მონეტარულ ხელისუფლებას უფრო ძლიერი რეაგირების გაკეთება მოუხდება. ახალგაზრდა ბაზრების ზოგიერთმა ცენტრალურმა ბანკმა, მათ შორის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პრევენციის მიზნით უკვე გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, რაც განვითარებული ეკონომიკების პოლიტიკის ნორმალიზაციის ციკლის დაწყებისას ინფლაციური მოლოდინების გაჩენის საპასუხოდ მოხდა. თუმცა, ბოლო პერიოდის ინფლაციის რისკები ახალგაზრდა ბაზრების ცენტრალურ ბანკებს აიძულებს, კიდევ უფრო დააჩქარონ პოლიტიკის გამკაცრება, რათა შეაკავონ ის მოლოდინები, რომლებიც ხანგრძლივი ინფლაციის ფონზე სწრაფად იზრდება. სწორედ ამიტომ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომაზე ჩვენი პოლიტიკის განაკვეთი კიდევ უფრო გავამკაცრეთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

19 - 24 აპრილს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო მაღალი რანგის შეხვედრაში, მათ შორის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისა და ფინანსთა მინისტრების შეხვედრაში, ასევე, შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023