ეკონომიკა
09/06/2021

TOP 5 მიმზიდველი სექტორი უცხოელი ინვესტორებისათვის

შემცირებული FDI-ს ფონზე, უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი კვლავინდებურად საფინანსო სექტორიაა.

საქსტატის ინფორმაციით, სწორედ საფინანსო სექტორზე მოდის 2021 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების თითქმის 75%. ამ სექტორში $93.9 მლნ უცხოური კაპიტალი ჩაიდო.

მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი $35.5 მლნ-ით, მესამეზე დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი $27.9 მლნ-ით.

მეოთხე პოზიციაზე მოხვდა უძრავი ქონება, სადაც $24.4 მლნ-ია ინვესტირებული, TOP 5-ის ბოლო ადგილზე კი ჯანდაცვაა $12 მლნ-ით.

ქვეყანამ I კვარტალში 125.4 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, რაც 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 28.3%-იან ვარდნას აჩვენებს.

"საქსტატის" განმარტებით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რეინვესტიციის მოცულობის შემცირება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023