ეკონომიკა
27/02/2023

თიბისი კაპიტალმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.4%-მდე გაზარდა

თიბისი კაპიტალი წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელის. საინვესტიციო ბანკმა პროგნოზი 5%-დამ 6.4%-მდე გააუმჯობესა, ამავდროულად არ ელის ლარის გაუფასურებასაც.

თიბისი კაპიტალის საბაზისო სცენარის მიხედვით, წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის 1%-ით შემცირების მოლოდინი აქვს.

ამ გათვლებს თიბისის მთავარი ეკონომისტი გასულ კვირაში გამოქვეყნებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით აკეთებს, მათ შორის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა, მაღალი უნაღდო ანგარიშსწორების მონაცემები, რაც თებერვალშიც ორნიშნა ზრდის არგუმენტს ზრდის. რასაც ემატება გასული წლის მე-4 კვარტლის დასაქმების დინამიკა - მცირედ პოზიტივს აჩვენებს.

თიბისი კაპიტალის კვლევაში ნათქვამია, რომ სხვა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით, ინფლაციის ნორმალიზება კვლავ საბაზო სცენარია წლის ბოლოს დაახლოებით 3.8%-იანი პროგნოზით, რაც ძირითადად იმპორტული პროდუქციის ფასებით არის განპირობებული.

"ეს, მომდევნო 1 წლის განმავლობაში ლარის კურსისათვის პოზიტიურია და ამდენად, ძლიერი სავალუტო შემოდინებების არგუმენტის გათვალისწინებით, ლარის მატერიალური გაუფასურება არაა მოსალოდნელი. მეორე მხრივ, რეგიონულ ვალუტებთან მიმართებით ლარის საშუალო კურსის გათვალისწინებით, მანამ სანამ ევრო არ განაგრძობს გამყარებას, აშშ დოლართან ლარის მატერიალური გამყარებაც ნაკლებ სავარაუდოა და, ამდენად, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის ჭარბი მიწოდება კვლავ სებ-ის გაზრდილ საერთაშორისო რეზერვებში აისახება. მიუხედავად ეკონომიკის ზრდის გაუმჯობესებული მოლოდინებისა, წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის დაახლოებით 1 პროცენტით შემცირება კვლავ რეალისტური ჩანს", - ნათქვამია კვლევაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023