ეკონომიკა
08/08/2022

თიბისი კაპიტალი წლის ბოლოსკენ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ელის

აქვს თუ არა ადგილი ეკონომიკის გადახურებას – TBC Capital-მა მთავარი ეკონომისტის განახლება გამოაქვეყნა.  

TBC Capital–ი მიიჩნევს, რომ გასულ წელს ეკონომიკის 10.4%-ით აღდგენის შემდეგ, წელსაც ძლიერი, კვლავ 10%-ზე მეტი ზრდაა მოსალოდნელი და ამ ფონზე, ჩნდება ლოგიკური კითხვა, ხომ არ აქვს ადგილი ეკონომიკის გადახურებას?

ეკონომიკის პოტენციური დონის შეფასების კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა საინვესტიციო აქტივობა. ასევე, განსაკუთრებით შედარებით მაღალპროდუქტიული მიგრანტების ხარჯზე, მეტია ეკონომიკის პოტენციალში სამუშაო ძალის კონტრიბუცია. შედეგად, საინვესტიციო ბანკი მიიჩნევს, რომ ამ უფრო თეორიულ, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევ ინდიკატორზე დაყრდნობით, ეკონომიკის პოტენციური დონიდან მნიშვნელოვანი გადახრა არ იკვეთება.

TBC Capital –ის პუბლიკაციაში ასევე მიმოხილულია სხვა ინდიკატორები, როგორიცაა მომდევნო კვარტლების მშპ-ის ზრდის პროგნოზი, ლარის კურსი, ინფლაციისა და ხელფასების სხვადასხვა მაჩვენებელი, დაკრედიტებისა და სექტორული აქტივობის დინამიკა. ამ მხრივ, დასკვნა ანალოგიურია.

უფრო მეტიც, მოსალოდნელია, რომ უკვე აგვისტოდან ყოველთვიური ინფლაცია სამიზნეზე დაბალი იქნება და არაა გამორიცხული, მომდევნო 12 თვეში დეფლაციასაც კი ჰქონდეს ადგილი. ამის მიზეზი, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ერთი მხრივ საერთაშორისო სასაქონლო ფასების შემცირება და გამყარებული ლარია, მეორე მხრივ კი, წლის დარჩენილ პერიოდში, პირველ ნახევართან შედარებით, სეზონური შესწორების გათვალისწინებით ეკონომიკური აქტივობის შენელებაა. 

ამდენად, მიმდინარე და საპროგნოზო მაჩვენებელებში მკვეთრი განსხვავებაა და დასკვნაც შესაბამისია. ამ ფონზე, TBC Capital–ის აზრით ზრდის დამატებით შეზღუდვა რისკის შემცველია. შესაბამისად, ბანკი ინარჩუნებს შეფასებას, რომ წლის ბოლოსკენ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაა მოსალოდნელი.

ასევე, ფისკალური დეფიციტის მკვეთრი შემცირება სახეზეა ზემოაღნიშნული არგუმენტებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების საჭიროება, როგორც ყოველთვის მაღალია. ამ მხრივ, საინვესტიციო ბანკის მოსაზრებით, რეგიონულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მიმართულებაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ქალაქები, სადაც პოსტსაბჭოთა პერიოდში მოსახლეობა ყველაზე მეტად შემცირდა და როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ თბილისისა და ბათუმის გარდა, საქართველოს რეგიონებიდან მუშაობა, TBC Capital–ის  მოსაზრებით ქვეყნის ერთ-ერთ ძირითადი კონკურენტული უპირატესობაა

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023